„სინოფარმის მეორე დოზის ინექციიდან რამოდენიმე საათში გარდაიცვალა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი 49 წლის გიორგი (გოგა) ალაშვილი“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 29 ივნისს, ფეისბუქ-მომხმარებელმა შორენა შანიძემ, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „სინოფარმის მეორე დოზის ინექციიდან რამოდენიმე საათში გარდაიცვალა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი 49 წლის გიორგი (გოგა) ალაშვილი“.

აღნიშნულ პოსტს 300 გამოხმაურება, 250-მდე გაზიარება და 150-მდე კომენტარი აქვს.

გადამოწმებული: 1tv.ge

გარდაცვლილი გიორგი ალაშვილის შვილი, ანზორ ალაშვილი, შორენა შანიძის პოსტს გამოეხმაურა და მას „დეზინფორმაცია“ უწოდა.

„გაურკვეველი ანტივაქცინური ორგანიზაციის წევრები ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს გოგა ვაქცინის გაკეთებიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა და ამით ოჯახს აყენებენ დიდ შეურაცხყოფას თითქოს ვინმე ამის დამალვას ცდილობს. მამაჩემს გადატანილი ჰქონდა ინფარქტი და მეორედ მოუვიდა გულის შეტევა. რაც შეეხება აცრას სინოფარმით, გარდაცვალებამდე 1 კვირით ადრე აიცრა თავისი სურვილით, ოჯახის წევრებთან ერთად. გთხოვთ გააზიაროთ ეს ცრუ ინფორმაცია, ლინკზე გადახვიდეთ და დაარეპორტოთ პოსტი“, – წერს გარდაცვლილის შვილი.

შესაბამისად, ფეისბუქ-მომხმარებლის, შორენა შანიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი გიორგი (გოგა) ალაშვილი სინოფარმის მეორე დოზის ინექციიდან რამოდენიმე საათში გარდაიცვალა“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით