

მოწოდებული ინფორმაცია
2022 წლის 24 ივლისს, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. ნათელაშვილი ამბობს, რომ მან ორი კვირის წინ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, კანცლერს და ბუნდესტაგს თხოვნით მიმართა, რომ საქართველოდან გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში გაეწვიათ. ნათელაშვილის მტკიცებით, ამ წერილის გაგზავნიდან ორი კვირის თავზე, გერმანიამ საქართველოდან ელჩი გაიწვია, რისთვისაც იგი მადლობას უხდის გერმანიის ხელისუფლებას:
„ამ წერილის გაგზავნიდან ორი კვირა გავიდა და გერმანიის ივანიშვილზე მიყიდული ელჩი გაწვეულია.მადლობა გერმანიის მთავრობას, თუმცა სჯობდა ის საერთოდ არ დაენიშნათ“.
გადამოწმებული: 1tv.ge
„ანტიფეიკს” გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში განუცხადეს, რომ ჰუბერტ ქნირშს საქართველოში ელჩობის ოთხწლიანი ვადა ამოეწურა და მისი ახალი ელჩით ჩანაცვლების სხვა მიზეზი არ არსებობს.
ამდენად, შალვა ნათელაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი „წერილის გაგზავნიდან ორი კვირა გავიდა და გერმანიის ივანიშვილზე მიყიდული ელჩი გაწვეულია“, არის სიყალბე.