„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ნატო ჩხეიძის ლექსი გამოაქვეყნა"

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 16 ოქტომბერს, ფეისბუქ-სივრცეში გავრცელდა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს წევრის, ნატო ჩხეიძის ავტორობით, მიხეილ სააკაშვილისადმი მიძღვნილი ლექსი. ნატო ჩხეიძის ფოტო საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდიდან არის აღებული და მას შესაბამისი ლოგოც აქვს.

17 ოქტომბერს ინტერნეტ-პორტალმა „თაიმერმა” საზოგადოებრივი მაუწყებელი ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის დაადანაშაულა:„გაჯეტი”, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა მცდარია,”- წერს „თაიმერი

 

გადამოწმებული: 1tv.ge

იმის მიუხედავად, რომ ეკრანის ანაბეჭდი მიმსგავსებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის შეფუთვას, ინფორმაცია, რომ ნატო ჩხეიძემ მიხეილ სააკაშვილს ლექსი მიუძღვნა, „პირველი არხის” არც ერთ პლატფორმას არ გამოუქვეყნებია.

„ანტიფეიკი” დაუკავშირდა ნატო ჩხეიძესაც – „ეს ლექსი მე არ დამიწერია და შესაბამისად არც არსად გამიგზავნია. ჩვეულებრივი სიცრუეა,”- აღნიშნა ჩხეიძემ.

შესაბამისად, ფეისბუქ-სივრცეში და ინტერნეტ-პორტალ „თაიმერზე” გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნატო ჩხეიძის ლექსი გამოაქვეყნა”, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით