„საქართველოს მხარდაჭერა აზერბაიჯანს ყარაბაღის საკითხში“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 30 სექტემბერს აზერბაიჯანულმა საიტმა Oxu.az-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს დედაქალაქ თბილისში, ტელეანძა და მდინარე მტკვარზე არსებული მშვიდობის ხიდი აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას თან ახლავს შესაბამისი ფოტოები – აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათებული თბილისის ტელეანძა და მშვიდობის ხიდი.

„ამ სახით, ქართულმა მხარემ გამოხატა აზერბაიჯანის მხარდაჭერა მთიან ყარაბაღში ახლახანს გამართულ საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით“, – წერს Oxu.az.

გადამოწმებული: 1tv.ge

მას შემდეგ, რაც მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, თბილისის ანძა და მდინარე მტკვარზე არსებული მშვიდობის ხიდი აზერბაიჯანის დროშის ფერებში არ განათებულა. ასეთი ფაქტი, ბოლოს,  4 თვის წინ, 2020 წლის 28 მაისს დაფიქსირდ და ის აზერბაიჯანის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 102-ე წლისთავს მიეძღვნა. Oxu.az-ის მიერ 30 სექტემბერს გავრცელებული ფოტოებიც ამ მოვლენას ასახავს.

ამდენად, 2020 წლის 30 სექტემბერს, აზერბაიჯანული საიტის, Oxu.az-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, თბილისში ტელეანძა და მშვიდობის ხიდი აზერბაიჯანის დროშის ფერებში მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში აზერბაიჯანის მხარდაჭერის ნიშნად განათდა, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით