„რუსთავის მეორე ციხეში ორი პატიმარი მოკლეს - პენიტენციური სამსახური ინფორმაციას უარყოფს“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 13 თებერვალს, “მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია სათაურით:„რუსთავის მეორე ციხეში ორი პატიმარი მოკლეს – პენიტენციური სამსახური ინფორმაციას უარყოფს“.

“მთავარი შაბათს” ექსკლუზიური ინფორმაციით, რუსთავის მეორე დაწესებულებაში ორი პატიმარია მოკლული, სხვა ვერსიით კი, სამი პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს და ოჯახს ფაქტის შესახებ შეატყობინეს. „მთავარს“ ერთერთი მოკლულის ოჯახის წევრმა დაუდასტურა, რომ მკვლელობა ნამდვილად მოხდა, რასაც სამი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა,” – ნათქვამია „მთავარი არხის“ ინფორმაციაში.

გადამოწმებული: 1tv.ge

„მთავარი არხის“ მიერ გადაუმოწმებლად გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, 13 თებერვალს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია:

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N17 დაწესებულებაში პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა და სამი პატიმარია გარდაცვლილი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სრული სიცრუე და პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია, ვინაიდან როგორც ირკვევა ერთ-ერთი პატიმრის ოჯახში განხორციელდა ზარი და მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს მათი პატიმარი გარდაიცვალა. ეს არის მიზანმიმართული კამპანია პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ, რასაც აუცილებლად მოყვება სამართლებრივი რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან. პენიტენციური სამსახური კი მიმართავს პატიმრების ოჯახებს, არ აყვნენ პანიკას და არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.”

ამდენად, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებაში სამი პატიმრის გარდაცვალების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით