„რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, მსოფლიოს ქვეყნებმა აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობა არ სცნო და ეს სწორედ მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 15 დეკემბერს, ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ რადიო „ფორტუნასთან“ ისაუბრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლაზე. მისი განცხადებით, „ის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთს დიპლომატიური ომი მოვუგეთ, სწორედ მისი დამსახურებაა“.

„რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, მსოფლიოს ქვეყნებმა  აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობა არ სცნო და ეს სწორედ მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა“, – აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.

გადამოწმებული: 1tv.ge

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ე.წ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა. ესენი არიან: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ,  და სირია (მათ შორის იყო ტუვალუც, რომელმაც, მოგვიანებით, აღიარება უკან წაიღო).

იმას, რომ დღის მსოფლიო თანამეგობრობა, ზემოთ დასახელებული გამონაკლისის გარდა, ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობას“ არ ცნობს, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საქართველოს სტრატეგიული მოკავშირის – ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია. კერძოდ კი ის, რომ ბოლო წლებში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ კონსოლიდირებულ ასიგნებების ყველა აქტში მუდმივად შედის ჩანაწერი, რომ „აქტის მიერ გამოყოფილი თანხები არ უნდა მოხმარდეს იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობის დახმარებას, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა მათთან“.

სწორედ ეს გარემოება წარმოადგენს ე.წ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების მთავარ შემაკავებელ ფაქტორს.

ამდენად, ექსპერტ ნიკა ჩიტაძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, მსოფლიოს ქვეყნებმა  აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობა არ სცნო და ეს სწორედ მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა“, არის აბსურდი.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით