„ქართველები საწვავის იმპორტს აფერხებენ"

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 6 ოქტომბერს, სომხურმა გაზეთმა „ჰრაპარაკმა” გაავრცელა ინფორმაცია სათაურით, „ქართველები საწვავის იმპორტს აფერხებენ.” ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ საქართველო სომხეთში მნიშვნელოვანი ტვირთების გადატანას აფერხებს, რის გამოც, სომხური კომპანიების კუთვნილი საწვავით სავსე ცისტერნები, რამდენიმე დღეა, ქართულ პორტებშია შეჩერებული.

„ჰრაპარაკის” ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზის მიერ ხელოვნურად ტვირთების შეფერხება, საომარი ვითარების პირობებში, სომხეთს დიდ სირთულეს უქმნის.

გადამოწმებული: 1tv.ge

„ანტიფეიკის” მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, სომხეთის „სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ” საქართველოდან სომხეთში ტვირთების გადატანის თაობაზე განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ საქართველოს პორტებიდან სომხეთში ტვირთების გადატანა დადგენილი გრაფიკით მიმდინარეობს და შეფერხება არ ხდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოში სომხეთის საელჩომაც:„სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველო სომხეთში საწვავის იმპორტს აფერხებს და ასევე, უარს ამბობს სომხეთში ჰუმანიტარული დახმარების გატარებაზე. აღნიშნული ინფორმაცია ყალბია და არ შეესაბამება სიმართლეს. საქართველოდან არც საწვავის და არც ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნზე პრობლემა არ შექმნილა. საქართველოში სომხეთის საელჩო მუდმივ კავშირზეა საქართველოს შესაბამის უწყებებთან. მოგიწოდებთ, რომ გააზიაროთ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.”

ამდენად, „ჰრაპარაკის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველო სომხეთში ტვირთების გატარებას ხელოვნურად აფერხებს, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით