მოწოდებული ინფორმაცია

საინფორმაციო სააგენტო „ნიუს.ჯი“-მ (news.ge) გაავრცელა ინფორმაცია სათაურით, „პუტინმა სიმონიანს დაბადების დღეზე გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭა“.

„რუსეთის მთავარი პროპაგანდისტული არხის Russia Today -ს მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს ვლადიმერ პუტინმა საჩუქარი გაუკეთა. 42 წლის იუბილეზე მას საინფორმაციო დარგში, რუსეთის ფედერაციის გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭა“, – წერს  „ნიუს.ჯი“.

საინფორმაციო სააგენტო მარგარიტა სიმონიანის სამადლობელი სიტყვებსაც ციტირებს: „მე ბევრი ვიმუშავე და ყოველთვის ვიზიარებდი ღირებულებებს, მე ყოველთვის ვებრძოდი საინფორმაციო ომს ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც დასავლეთი აწარმოებდა, მე ვიცი, რომ მოვიგებთ, ჩვენ გვაქვს მთავარი, ღირსება და რუსეთისადმი სიყვარული“.

გადამოწმებული: 1tv.ge

აღნიშნული ინფორმაცია news.ge-ს მთლიანად გადმობეჭდილი აქვს რუსული სატირული გამოცემა „პანორამა“-დან (panorama.pub). „პანორამა“ წერს, რომ „მარგარიტა სიმონიანს მიანიჭეს რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო ჯარების გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება“, თუმცა, სატირული გამოცემის მიერ დასახელებული „სამხედრო წოდება“ რუსეთის სინამდვილეში არ არსებობს.

შესაბამისად, „ნიუს.ჯი“-ს მიერ  გავრცელებული ინფორმაცია („პუტინმა სიმონიანს დაბადების დღეზე გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭა“) არის აბსურდი.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით