„პოლიციამ ბიჭი, პირბადის უქონლობის გამო, ძალის გამოყენებით დააკავა“

მოწოდებული ინფორმაცია

24 იანვარს, „მთავარმა არხმა“, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, მოქალაქის დაკავების კადრები გაავრცელა. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, პოლიციამ მარნეულში მოქალაქე, პირბადის უქონლობის გამო, ძალის გამოყენებით დააკავა.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

მთავრობის N368 დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“ თანახმად,  ფიზიკური პირი საჯარო სივრცეში პირბადის უქონლობის გამო ჯარიმდება 20 ლარით.

როგორც „ანტიფეიკს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული მოქალაქე დააკავეს ადმინისტრაციული წესით, პოლიციის შეურაცხყოფისა და  დაუმორჩილებლობისთვის. კერძოდ, პოლიციის მხრიდან პირბადის გაკეთების მოთხოვნაზე  მან უარი განაცხადა და პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა.

შესაბამისად, „მთავარის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პოლიციამ ბიჭი პირბადის უქონლობის გამო დააკავა, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით