მოწოდებული ინფორმაცია

პარტია „დროა“-ს წევრმა თამარ კაკაბაძემ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომელმა ტელევიზიამ რამდენი დრო დაუთმო ოპოზიციური კოალიციის ჩრდილოვანი კაბინეტის პრეზენტაციას.

თამარ კაკაბაძის მტკიცებით, „პირველმა არხმა“ ოპოზიციური კოალიციის ჩრდილოვანი კაბინეტის პრეზენტაციის გაშუქებას 0 წუთი დაუთმო, ანუ, ეს ღონისძიება საერთოდ არ გააშუქა.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

ინფორმაცია ოპოზიციური კოალიციის ჩრდილოვანი კაბინეტის პრეზენტაციის თაობაზე და ჩრდილოვანი კაბინეტის შესახებ სხვადასხვა პოლიტიკური მხარეების შეფასებები „პირველი არხის“ საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ გადიოდა 21:40 საათიდან 21:55 საათამდე.

შესაბამისად, პარტია „დროა“-ს წევრის, თამარ კაკაბაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, „პირველმა არხმა“ ოპოზიციური კოალიციის ჩრდილოვანი კაბინეტის პრეზენტაციის გაშუქებას 0 წუთი დაუთმო, ანუ, ეს ღონისძიება საერთოდ არ გააშუქა, წარმოადგენს სიყალბეს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით