

მოწოდებული ინფორმაცია
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმად, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ავტორიზებასთან ერთად, მედიკამენტების მწარმოებელმა კომპანიებმა მუშაობა დაიწყეს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ტაბლეტების შემუშავებაზე.
„ანტიფეიკმა“ გამოიკვლია, რა ეტაპზეა ამჟამად კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აბების წარმოების პროცესი.
გადამოწმებული: 1tv.ge
CBS News-ის ცნობით, „პფაიზერმა“ განაცხადა, რომ კომპანია ტესტავს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აბებს, რომლის მიზანია დაინფიცირებულ პირთან ახლო კონტაქტის შემთხვევაში ვირუსის გადადების პრევენცია.
მწარმოებლის თქმით, სატესტო აბი აივ-ინფექციის მედიკამენტის, რიტონავირის დაბალ დოზას შეიცავს. „პფაიზერი“ ასევე აცხადებს, რომ მიმდინარეობს მედიკამენტის ეფექტურობაზე დაკვირვება 18 წელს გადაცილებულ იმ ადამიანებში, რომლებიც კოვიდ-19-ით დაინფიცირებულ პაციენტთან ერთად ცხოვრობენ.
უახლოეს მომავალში კომპანია მედიკამენტის საცდელი სტადიის ბოლო ეტაპზე გადავა, რომლის ფარგლებშიც, 2 660 მონაწილე, 5-10 დღის მანძილზე, დღეში ორჯერ მიიღებს სატესტო აბს ან უწყინარ მედიკამენტს.
მედიკოსები იმედოვნებენ, რომ ანტივირუსული მედიკამენტის რიტონავირთან კომბინაცია კოვიდ-19-თან ბრძოლის გაამარტივებს.
„თუ მიზანს მივაღწევთ, გვჯერა, რომ ამ თერაპიამ ვირუსი ადრეულ ფაზაში უნდა შეაჩეროს, მანამ სანამ ის აქტიურად დაიწყებს გამრავლებას,“ – აცხადებს „პფაიზერის“ უფროსი სამეცნიერო ოფიცერი მიკელ დოლსტენი.
კომპანიაში კვლევის პირველად მონაცემებს 2021 წლის ბოლოსთვის ელოდებიან.