პაატა იმნაძის სახელით, ყალბი ინფორმაცია გავრცელდა

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 22 ივნისს, სააგენტო on.ge-ს სახელით, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა: „პირბადეების მოხსნის გადაწყვეტილება განაპირობა ახალმა კვლევებმა, რომლის თანახმადაც პირბადეში ჩამძვრალი ვირუსი ვერსად მიდის და მეტია დაინფიცირების შანსი”.

გადამოწმებული: 1tv.ge

„ანტიფეიკი“, ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად, on.ge-ს დაუკავშირდა. მათი თქმით, ზემოაღნიშნული ინფორმაცია მათ ვებსაიტს არ გაუვრცელებია. „ინფორმაციის გამყალბებლებმა, მეტი დამაჯერებლობისთვის, on.ge-ს ყალბი გვერდი მაქსიმალურად მიამსგავსეს ოფიციალურ გვერდს“, – განუცხადა „ანტიფეიკს“ on.ge-მ.

ამდენად, სოციალურ ქსელებში on.ge-ს სახელით გავრცელებული პაატა იმნაძის ციტატა („პირბადეების მოხსნის გადაწყვეტილება განაპირობა ახალმა კვლევებმა, რომლის თანახმადაც პირბადეში ჩამძვრალი ვირუსი ვერსად მიდის და მეტია დაინფიცირების შანსი“) არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით