მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 25 ოქტომბერს, საინფორმაციო საშუალებებმა (mtavari.tv; armiya.az; kavkazplus.com; day.az) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დროს მოკლეს მოძრაობა „ჯავახკის“ ლიდერი ვაჰაგნ ჩახალიანი. თუმცა, არც ერთ ზემოთ დასახელებულ საინფორმაციო საშუალებას ვაჰაგნ ჩახალიანის გარდაცვალების დამადასტურებელი ფოტო ან ვიდეომასალა არ გამოუქვეყნებია.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

მთიან ყარაბაღში ვაჰაგნ ჩახალიანის დაღუპვის ფაქტს, ანტიფეიკთან საუბარში, კატეგორიულად უარყოფენ მისი ოჯახის წევრები – ძმა და მეუღლე. გარდა ამისა, 26 ოქტომბერს საკუთარ ფეისბუქ-გვედზე თავად ვაჰაგნ ჩახალიანმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის აცხადებს, რომ „ქართულ და აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია (მისი გარდაცვალების თაობაზე – ანტიფეიკი) სიმართლეს არ შეესაბამება“.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლის 25 ოქტომბერს, საინფორმაციო საშუალებების (mtavari.tv; armiya.az; kavkazplus.com; day.az) მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დროს მოკლეს მოძრაობა „ჯავახკის“ ლიდერი ვაჰაგნ ჩახალიანი, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით