მოწოდებული ინფორმაცია
2020 წლის 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა, ფეისბუქ-ჩართვისას, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში კორონავირუსის გავრცელებისა და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლებზე ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო, COVID-ით სიკვდილიანობისა და დაავადების კუთხით, „მსოფლიო რეკორდსმენია“.
„მსოფლიო რეკორდსმენები ვართ COVID-ით სიკვდილიანობისა და დაავადების კუთხით… მსოფლიო რეკორდსმენები ვართ ამათი (საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების – „ანტიფეიკი“) ლაყბობის, ტრაბახის და იმით, რომ 10 მილიარდი მოიპარეს და არ დახარჯეს ექიმების მომზადებაზე, კლინიკების გამზადებაზე… უკრაინაზე სამჯერ მეტია ახლა ერთ სულ მოსახლეზე დაავადებულთა რიცხვი. უკრაინაში კი ძალზე მძიმედ არის საქმე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
გადამოწმებული: 1tv.ge
2020 წლის 19 ნოემბრის მონაცემებით, კოვიდინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 1 მილიონ მოსახლეზე საქართველოში 23,354-ს შეადგენს. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ანალოგიური მაჩვენებელი კი ასეთია:
აშშ- 35,792;
საფრანგეთი – 31, 611;
ესპანეთი – 32,986;
ბელგია – 47,014;
ჩეხეთი – 44,350;
ნიდერლანდები – 26,917;
ისრაელი – 35,480;
შვეიცარია – 32,337;
ავსტრია – 24,561;
უკრაინა – 13, 374.
რაც შეეხება 1 მილიონ მოსახლეზე კორონავირუსით სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელს, 2020 წლის 19 ნოემბრის მონაცემებით:
საქართველოში შეადგენს 214-ს;
აშშ-ში – 772-ს;
საფრანგეთში – 715-ს;
ესპანეთში – 899-ს;
დიდ ბრიტანეთში – 783-ს;
იტალიაში – 781-ს;
პოლონეთში – 303-ს;
ბელგიაში – 1294-ს;
ჩეხეთში – 629-ს;
ნიდერლანდებში – 507-ს;
ისრაელში – 298-ს;
შვეიცარიაში – 434-ს;
უკრაინაში – 238-ს.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლის 18 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ საქართველო, COVID-ით სიკვდილიანობისა და დაავადების კუთხით, მსოფლიო რეკორდსმენია და ერთ სულ მოსახლეზე დაავადებულთა რიცხვი 3-ჯერ მეტია, ვიდრე უკრაინაში, არის სიყალბე.