მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის ოქტომბერში, მრავალმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2021 წლის პირველი ნოემბრიდან, მოძველებული სმარტფონების მფლობელები „ვოთსაპს“ ვეღარ მოიხმარენ. მაგალითად, ერთ-ერთმა ბრიტანულმა ვებსაიტმა დაწერა, რომ „მომდევნო კვირიდან „ვოთსაპი“ მილიონობით ტელეფონზე დაიბლოკება“.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

„ვოთსაპის“ ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ 2021 წლის პირველი ნოემბრიდან მოძველებული მოწყობილობები, რომლებზეც ჩაწერილია მოძველებული ოპერაციული სისტემები, აპლიკაციის მხარდაჭერას დაკარგავენ.

მხარდაჭერილი სისტემების სია ასე გამოიყურება:

  • ანდროიდის ვერსია 4.1-დან ზემოთ
  • iOS-ის ვერსია 10-დან ზემოთ
  • KaiOS-ის ვერსია 2.5.0-დან ზემოთ

ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენი მოწყობილობა ზემოთ მოცემულ ან მასზე ახალ ოპერაციულ სისტემაზე არ მუშაობს, პირველი ნოემბრიდან „ვოთსაპს“ ვეღარ მოიხმართ. კომპანიის განცხადებით, მოძველებული მოწყობილობების მფლობელებს საშუალება ექნებათ, საკუთარი მიმოწერები შეინახონ ან ახალ მოწყობილობაზე გადაიტანონ.

„ფეისბუქის“ სპიკერმა Snopes-ს განუცხადა, რომ კომპანია რეგულარულად ახდენს ტექნიკური და პროგრამული შესაძლებლობების გადახედვას და „მხარდაჭერას პერიოდულად შეუწყვეტავს მოძველებულ სისტემებს, რომლებსაც მცირე რაოდენობის მომხმარებლები ჰყავთ“.

კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ ზუსტად ვერ დაიანგარიშებენ, რამდენ მოწყობილობაზე გაითიშება აპლიკაცია პირველი ნოემბრიდან, მაგრამ ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ნამდვილად არ ავნებს „მილიონობით მომხმარებელს“.

უახლესი მონაცემებით, „ვოთსაპს“ 2 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით