„მოდერნასა" და „ფაიზერის" ვაქცინები მამაკაცის შვილოსნობის უნარს აქვეითებს

მოწოდებული ინფორმაცია

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე არაერთი მითი არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია, „ფაიზერისა” და „მოდერნას” ვაქცინების ადამიანის შვილოსნობის უნარის დაქვეითების თაობაზე.

სოციალურ ქსელებში მომხმარებელები ირწმუნებოდნენ, რომ ამ ვაქცინებით აცრილი  პირები სტერილურები არიან.

„ანტიფეიკი“ დაინტერესდა, თუ რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს.

გადამოწმებული: 1tv.ge

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შვილოსნობაზე ზემოქმედების შესახებ არაერთი გამოცემა დაინტერესდა, მათ შორის ისეთებიც, როგორებიცაა USA Today, Forbes, Urologytimes, Reuters და ა.შ. 

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანახმად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ვაქცინა შვილოსნობაზე მოქმედებს, თუმცა მათ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ქალების შვილოსნობის მაჩვენებლებს ასახავდა. პირველი კვლევები ვაქცინის მამაკაცის შვილოსნობაზე ზემოქმედების შესახებ, USA Today-ის თანახმად, მაიამის უნივერსიტეტში ჩატარდა და მასში 45 მოხალისე მამაკაცი იღებდა მონაწილეობას. მათ ნიმუშები ვაქცინაციამდე და მეორე დოზის მიღებიდან 70-ე დღეს ჩააბარეს და არცერთ მათგანში ცვლილება უარესობისკენ არ დაფიქსირდა. მსგავსი კვლევა ჩატარდა ისრაელშიც, რომლის შედეგებიც ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა წინასწარი შედეგების თანახმად, მასში 43 მამაკაცი იღებდა მონაწილეობას და არცერთ მათგანს, ისევე როგორც მაიამის უნივერსიტეტის გამოკვლეულებს შორის, შვილოსნობაზე უკუჩვენება არ აღმოაჩნდა. „მოდერნასა” და „ფაიზერის” ვაქცინა მამაკაცის შვილოსნობის უნარს არ აქვეითებს. უფრო მეტიც, როგორც „როიტერი” იუწყება, ვაქცინისგან განსხვავებით, კვლევის თანახმად, ამ პრობლების შექმნა  ახალ კორონავირუსს შეუძლია.

შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მამაკაცის შვილოსნობაზე უარყოფით გავლენას ახდენს, არის სიყალბე.  

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით