

„მესტიაში შეზღუდულია გადაადგილება - მოსახლეობას სურსათისა და მედიკამენტების მარაგი უთავდება“
მოწოდებული ინფორმაცია
2020 წლის 12 აგვისტოს ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მესტიაში გადაადგილება შეზღუდულია და მოსახლებას სურსათისა და მედიკამენტების მარაგი უთავდება. „მთავარი“ აცხადებს, რომ „…რეგიონში შეზღუდულია შესვლა-გამოსვა და გადაადგილება სოფლებს შორის. ადგილობრივების თქმით, სოფლებში უკვე სურსათისა და მედიკამენტების ნაკლებობის პრობლემა იქნება, რადგან მათ მანქანით გადაადგილების უფლება შეზღუდული აქვთ.“
გადამოწმებული: 1tv.ge
საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის მიერ გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც უშუალოდ საკარანტინო ზონაში მუშაობს, ლენჯერი, მესტია და უშგული, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მთლიანად იზოლირებულია, თუმცა იზოლირებული სოფლების მომარაგება უწყვეტად ხდება. რაც შეეხება დანარჩენ სოფლებს, მათ მაცხოვრებლებს ჩაკეტილი ზონების გარდა გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ ნებისმიერ სხვა სოფელში და როგორც საქართველოს პირველ არხს სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა განუცხადა, სოფლის რწმუნებულებს მუდმივი კონტაქტი აქვთ მოსახლეობასთან და ნებისმიერი საჭიროების შეთხვევაში მათ მოთხოვნებს უზრუნველყოფენ. რაც შეეხება მომარაგებას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სადისტრიბუციო კომპანიებთან ტექნიკური საკითხები უკვე შეთანხმებულია და სადისტრიბუციო კომპანიებს შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ გადაადგილება. დღესვე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობის სურსათით და პირველადი პროდუქტებით მომარაგებას საფრთხე არ ემუქრება.
შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსახლეობას სურსათისა და მედიკამენტების მარაგი უთავდება, არის სიყალბე.