„კორონავირუსის ვაქცინით ვაქცინირებული პირები ბლუთუზს იჭერენ...“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 8 ივნისს, „ტაბულამ“ (ვებ-გვერდი tabula.ge) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, დეკანოზი ანტონ კიკნაველიძე „ფეისბუქის“ დახურულ ჯგუფში წერს, რომ „კორონავირუსის ვაქცინით ვაქცინირებული პირები ბლუთუზს იჭერენ“.

როგორც ვებ-გვერდი წერს, „ტაბულა“ დეკანოზს დაუკავშირდა და გადაამოწმა ნამდვილად მას ეკუთვნოდა თუ არა პოსტი, რაზეც დეკანოზმა უპასუხა, რომ ის ნამდვილად ასე ფიქრობს და ეს ფაქტი დადასტურებულიც არის“.

გადამოწმებული: 1tv.ge

ბლუთუზი (მონაცემთა გადაცემის უსადენო ტექნოლოგია) საშუალებას იძლევა, ყოველგვარი დამაკავშირებელი სადენების გარეშე, გადაიცეს მონაცემები სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებს შორის, როგორებიცაა: მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, ციფრული ფოტოაპარატები, მაცივრები, მიკროტალღოვანი ღუმელები და ა.შ. თუმცა, კოვიდვაქცინასთან  მისი რაიმე სახით შემხებლობა  არც ერთი მეცნიერული კვლევით არ დასტურდება.

შესაბამისად, დეკანოზ ანტონ კიკნაველიძის განცხადება („კორონავირუსის ვაქცინით ვაქცინირებული პირები ბლუთუზს იჭერენ“) არის აბსურდი. 

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით