

მოწოდებული ინფორმაცია
ვებ-პორტალ TVM.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ხუთი მილიონი ადამიანი გამოვიდა ბუქარესტში, რუმინეთში კოვიდ-დიქტატურის გასაპროტესტებლად“.
ინფორმაციას თან ახლავს ამ ამბის ამსახველი ფოტო.
გადამოწმებული: 1tv.ge
Reuters-ის მიხედვით, ფოტო, რომელიც ვებ-პორტალ TVM.GE-ს ინფორმაციას ახლავს თან, 2017 წლის 6 თებერვალსაა გადაღებული და ბუქარესტში ანტიკორუფციულ გამოსვლებს ასახავს. ინფორმაცია და ფოტოსურათი გეოპოლიტიკის ანალიტიკოსის, კორტ დებუფის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა. დებუფის მიხედვით, ბუქარესტის ქუჩებში გამოსული ხალხის მთავარი მოთხოვნა კორუფციის დასრულება და მთავრობის გადადგომა იყო.
ამასთან, არც ერთი საინფორმაციო საშუალებით არ დასტურდება ამბავი იმის შესახებ, რომ ბოლო პერიოდში რუმენეთის დედაქალაქში „კოვიდ-დიქტატურის“ წინააღმდეგ 5-მილიონიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.
შესაბამისად, ვებ-პორტალ TVM.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ხუთი მილიონი ადამიანი გამოვიდა ბუქარესტში, რუმინეთში კოვიდ-დიქტატურის გასაპროტესტებლად“, წარმოადგენს სიყალბეს.