„კარასინი–აბაშიძის ფორმატზე საქართველოში რუსული ვაქცინის შემოტანას განიხილავენ“

მოწოდებული ინფორმაცია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ „ხელისუფლება, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოკუპაციის საკითხის მწვავედ წამოჭრის ნაცვლად, აბაშიძე–კარასინის ფორმატს მისდევს და იქ რუსული ვაქცინის საქართველოში შემოტანას განიხილავს“.

“ამ წლების განმავლობაში, რაც შექმნა ხელისუფლებამ, ოკუპაციის მიმართულებით, ეს არის ურცხვი, უტიფარი ფორმატი აბაშიძე – კარასინის, რომელზეც ახლა განიხილავენ მხოლოდ რუსული ვაქცინის შემოტანას საქართველოში… აბაშიძე კარასინს ელაპარაკება კვირაში რამდენჯერმე და განიხილავენ რაღაც სისულეეებს“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

გადამოწმებული: 1tv.ge

ხატია დეკანოიძის ამ განცხადების სისწორე „ანტიფეიკმა“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან გადაამოწმა.

მისი თქმით, გრიგორი კარასინთან მოლაპარაკებების დროს, საქართველოში რუსული კოვიდვაქცინის შემოტანის საკითხი საერთოდ არ დასმულა და არ განხილულა.

ამდენად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადება, რომ „კარასინი–აბაშიძის ფორმატზე საქართველოში რუსული ვაქცინის შემოტანას განიხილავენ“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით