„კალიფორნია სავალდებულოს ხდის ვაქცინას, რომელიც კოვიდვირუსზე 174-ჯერ სახიფათოა“

მოწოდებული ინფორმაცია

თვითერ-სივრცეში გამოქვეყნდა თვითი რომელიც, ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ციტირებს.

„CDC-ის მიერ გამოქვეყნებული ციფრების თანახმად, 5-17 წლის ასაკის ბავშვებში გამოვლენილი 174,803 დადასტურებული შემთხვევიდან, სიკვდილის მაჩვენებელია ერთი. ხოლო „პფაიზერის” და „მოდერნას” კლინიკურ ცდებში ყოველ 1000 ვაქცინირებულზე ერთი გარდაცვალების შემთხვევა მოდიოდა. ანუ, კალიფორნია სინამდვილეში სავალდებულოს ხდის ვაქცინას, რომელიც ვირუსზე 174-ჯერ სახიფათოა.”

თვითი ეხმაურება კალიფორნიის გუბერნატორის განცხადებას რომლის მიხედვითაც, უახლოეს მომავალში სასკოლო ასაკის ბავშვების  ვაქცინაცია სავალდებულო გახდება.

გადამოწმებული: 1tv.ge

PolitiFact-ის მიხედვით, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრს არასდროს გამოუქვეყნებია მონაცემები, სადაც ვაქცინაციის მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობა კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა ციფრს აღემატებოდა. მეტიც, სააგენტოს თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ავტორიზებულმა ვაქცინებმა პაციენტების სიკვდილი გამოიწვიეს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით