„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 18-50 წლის ასაკის ქალებისთვის ალკოჰოლის აკრძალვას აპირებს“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 17 ივნისს, ვებსაიტმა irishpost.com გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 18-50 წლის ასაკის ქალებისთვის ალკოჰოლის აკრძალვას აპირებს.“

სტატიაში აღნიშნული იყო, რომ კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფზე  შეზღუდვის დაწესება ქალის შვილოსნობის ასაკს უკავშირდება.

გადამოწმებული: 1tv.ge

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2022-2030 წლებისთვის განსაზღვრული „ალკოჰოლის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური სამოქმედო გეგმის“ პირველადი ვარიანტი 15 ივნისს გამოაქვეყნა. რვაწლიანი კამპანიის მიზანია, გლობალური მასშტაბით, ალკოჰოლის დიდი დოზით მოხმარების მავნე ეფექტების შემცირება.

irishpost.com-მა ჯანმო-ს ანგარიში დაამახინჯა, რადგან, 25-გვერდიან დოკუმენტში ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვაზე არაფერი წერია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამოქმედო გეგმაში ორსულობა და შვილოსნობის ასაკი მოხსენიებულია საზოგადოების მიერ, ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების გაცნობიერების მნიშვნელობის კონტექსტში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ბავშვებმა და მოზარდებმა არ დაიწყონ ალკოჰოლის მიღება, ასევე მოხდეს ორსული და შვილოსნობის ასაკში მყოფი ქალების მიერ ალკოჰოლის მიღების პრევენცია და ალკოჰოლის მოხმარების მხრივ აქტიურ ქვეყნებში მოსახლეობის დაცვა ალკოჰოლის დაძალებისგან.

ამდენად, irishpost.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 18-50 წლის ასაკის ქალებისთვის ალკოჰოლის აკრძალვას აპირებს“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით