მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 5 მაისს, „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციისა და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილი უფროსის, ივერი მელაშვილის ფოტო წარწერით, „ივერი მელაშვილმა აზერბაიჯანს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა“.

აღნიშნულ ინფორმაციას ფეისბუქ-მომხმარებელთა მხრიდან საკმაოდ აგრესიული გამოხმაურება მოჰყვა.

გადამოწმებული: 1tv.ge

სანდრო ბრეგაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ივერი მელაშვილის მეუღლემ, თამარ სულაძემ „ანტიფეიკს“ განუცხადა:

„ეს არის აბსურდი, მსგავსი განზრახვა არასდროს თავში აზრად არ მოგვსვლია. რა გვინდა აზერბაიჯანში? ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე საქართველოში ცხოვრებას ვაპირებთ. რატომ უნდა წავიდეთ ქვეყნიდან? გაირკვევა სიმართლე და გამოჩნდება, რომ ჩვენ საქართველოსთვის კარგის მეტი არაფერი გაგვიკეთებია. ყოველთვის მებრალებოდნენ ფილმ „მონანიების“ რეპრესირებული პირები და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მსგავსი ისტორია ჩვენს ოჯახს შეემთხვეოდა“.

ამდენად, „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ივერი მელაშვილმა აზერბაიჯანს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით