„...ივანიშვილმა წააგო არჩევნები, 48 პროცენტი აიღო და შესაბამისად, არ შეიძლება, მთავრობა მან შეადგინოს“
მოწოდებული ინფორმაცია
2020 წლის 20 ნომბერს „საქართველოს პირველმა არხმა“ გაავრცელა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის კომენტარი, რომელიც მან ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
შალვა ნათელაშვილის თქმით, „ივანიშვილმა წააგო არჩევნები, 48 პროცენტი აიღო და შესაბამისად, არ შეიძლება, მთავრობა მან შეადგინოს“.
გადამოწმებული: 1tv.ge
აღნიშნული განცხადებით („ივანიშვილმა 48 პროცენტი აიღო“), შალვა ნათელაშვილი, ფაქტობრივად, ადასტურებს, რომ ოპოზიციის განცხადებები არჩევნების შედეგების გაყალბების შესახებ უსაფუძვლოა – ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 48,22 პროცენტი მიიღო.
2020 წლის 29 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით გათვალისწინებული ე.წ. „ჩამკეტი მექანიზმის“ თანახმად კი, პოლიტიკური პარტიას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული სისტემით ხმების 40%-ზე მეტს მოიპოვებს, საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის და შესაბამისად, მთავრობის დამტკიცების საშუალება ეძლევა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შალვა ნათელაშვილის განცხადება, რომ „ივანიშვილმა წააგო არჩევნები, 48 პროცენტი აიღო და შესაბამისად, არ შეიძლება, მთავრობა მან შეადგინოს“, არის სიყალბე.