„გუანტანამოს სამხედრო ტრიბუნალის სამმა ოფიცერმა ბილ გეითს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 12 სექტემბერს, ინტერნეტ პორტალმა Real Raw News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „გუანტანამოს სამხედრო ტრიბუნალის სამმა ოფიცერმა ბილ გეითს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა“.

სტატიაში წერია, რომ Microsoft-ის დამფუძნებელს ბრალი „ბავშვთა ტრეფიკინგიში, პედოფილიაში, შეთქმულებაში, ფულის გათეთრებაში, მკვლელობის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნაში“ დაუდასტურდა.

„ოფიცრებს ერთი წუთიც არ დასჭირდათ, რომ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მეღოთ. მათ გეითსი დამნაშავედ სცნეს ყველა ბრალდებაში, რომ ის უნდა ჩამოახრჩონ მისი სისასტიკეების გამო. ვიცე-ადმირალ ჰანინკმა დაადგინა აღსრულების თარიღი – 2021 წლის 5 ოქტომბერი“, – აღნიშნულია სტატიაში.

13 სექტემბერს, სტატიის ქართული თარგმანი ქართულ ფეისბუქ-სივრცეშიც გავრცელდა.

ამ პოსტს ქართველ ფეისბუქ-მომხმარებლებლებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

 

 

გადამოწმებული: 1tv.ge

ინტერნეტ პორტალ Real Raw News-ს თან ახლავს გაფრთხილება, რომ გამოქვეყნებული ინფორმაცია სატირული, იუმორისტული და პაროდიული ხასიათისაა.

ქართულ ფეისბუქ-სივრცეში გავრცელებულ სტატიის თარგმანში კი ეს გარემოება მითითებული არ არის.

შესაბამისად ინფორმაცია, რომ „გუანტანამოს სამხედრო ტრიბუნალის სამმა ოფიცერმა ბილ გეითს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით