„გილოცავთ, კოვიდი დამარცხებულია, შეზღუდვებმა იმუშავა, ახლა დროა ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ...“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 21 დეკემბერს, სააგენტო sportliga.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია სათაურით, „გილოცავთ, კოვიდი დამარცხებულია, შეზღუდვებმა იმუშავა, ახლა დროა ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ…“

სათაური განთვასებულია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ფოტოს ფონზე და შესაბამისად, იგულისხმება, რომ სათაურის სიტყვები მას ეკუთვნის.

რაც შეეხება, ინფორმაციის ტექსტს, მასში გიორგი გახარია საერთოდ არ ფიგურირებს და მთლიანად  შედგება ჯანდაცვის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩევლის, გიორგი ფხაკაძის კომენტარისგან, რომელიც საქართველოში დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს.

ანალოგიური ინფორმაცია, იგივე სათაურით და ტექსტით, 23 დეკემბერს სააგენტო abcnews.com.ge-მაც გაავრცელა.

გადამოწმებული: 1tv.ge

abcnews.com.ge-სა და sportliga.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის სათაურში გამოტანილი სიტყვები  („გილოცავთ, კოვიდი დამარცხებულია, შეზღუდვებმა იმუშავა, ახლა დროა ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ…“) არც გიორგი გახარიას და არც გიორგი ფხაკაძეს არ ეკუთვნის და შესაბამისად, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით