„გია ვოლსკის სახელობის ახმეტის ეროვნული სტადიონი"

მოწოდებული ინფორმაცია

სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გავრცელდა ფოტოსურათი, რომელზეც ჩანს, რომ ფეხბურთის სტადიონზე მაყურებლის ტრიბუნის ნაწილს წინ კედელი აქვს აშენებული და ამის გამო, მოედანი არ ჩანს. ფოტოს თავზე აწერია, რომ ეს „გია ვოლსკის სახელობის ახმეტის სტადიონია”, რაც სოციალურ ქსელში ბევრმა სინამდვილედ ჩათვალა და „ახმეტის” სტადიონის ფოტო პოპულარული გახდა.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

ახმეტის საფეხბურთო სტადიონი ასე გამოიყურება:

ფეისბუქზე გავრცელებულ ფოტოზე კი ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ის არ არის ახმეტის სტადიონი. აღნიშნული ფოტო სხვადასხვა სოციალურ ქსელში ათი თვის წინ გამოჩნდა და მას საქართველოსთან საერთო არაფერი აქვს.

ფოტოსურათის სათაურიდან გამომდინარე, პოსტი ხუმრობად შეიძლებოდა მიგვეჩნია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბევრმა ფეისბუქ – მომხმარებელმა ის რეალურად ჩათვალა, ამიტომ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ და არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით