მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 30 სექტემბერს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ამავე არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კომენტარი ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში შეტანილ სარჩელითან დაკავშირებით,

ნიკა გვარამიას თქმით, სასამართლოში ტელეკომპანია „ფორმულას“ 51%-იანი წილის დაყადაღებაზე განცხადება უკვე შესულია.

„51%-იანი წილის დაყადაღებაზე, ჩვენი ინფორმაციით, შესულია სასამართლოში წინასწარი ღონისძიების მოთხოვნით განცხადება, ამას არ სჭირდება სარჩელის წინსწრებით შეტანა“, – აცხადებს გვარამია.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეკომპანია “ფორმულას” დაყადაღების მოთხოვნით მიმართვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.

„მედია საშუალებებში ვრცელდება სრული დეზინფორმაცია, თითქოსდა ტელეკომპანია ,,ფორმულას’’  სასამართლოს მიერ  ყადაღა დაედო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. სარჩელის ფარგლებში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნა სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად აღნიშნულზე სასამართლო ვერც იმსჯელებდა“, – აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე საკითხზე საგანგებო განცხადებას თავდაცვის უწყებაც ავრცელებს, რომელიც ყველა მხარის მიმართ შეიცავს მოწოდებას, „აღკვეთოს ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“.

„საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სამინისტროს არც კი დაუშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა ტელევიზიის წილის დაყადაღება. მითუმეტეს, როდესაც დავით კეზერაშვილი წლების განმავლობაში აღნიშნული ტელევიზიიდან დივიდენდს არ იღებს. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ალბათობა აღნიშნული კომპანიიდან არ არსებობს“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადება („ფორმულას“ 51%-იანი წილის დაყადაღებაზე სასამართლოში განცხადება შესულია“) წარმოადგენს სიყალბეს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით