„დანიელ ფეხბურთელ კრისტიან ერიქსენს „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული, რაც მოედანზე მისი ცუდად გახდომის მიზეზი გახდა“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 16 ივნისს, ვებ-პორტალმა „TVM News“-მა (tvm.ge) გაავრცელა შემდეგი ინფორმაცია: „დანიელ ფეხბურთელ კრისტიან ერიქსენს „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული, რაც მოედანზე მისი ცუდად გახდომის მიზეზი გახდა. რასაც მედიები მალავენ“.

განცხადების ავტორად „TVM News“ იტალიელ ადვოკატ რობერტო ნუცოს ასახელებს, რომელიც „კოვიდფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ასოციაციის“ წევრია.

გადამოწმებული: 1tv.ge

როიტერის“ ცნობით, მილანის „ინტერის“ (კრისტიან ერიქსენი ამ კლუბში თამაშობს) დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ „რაი სპორტს“ განუცხადა, რომ ერიქსენი კოვიდინფიცირებული არასდროს ყოფილა და არც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრილა.

მაროტას თქმით, ფეხბურთელი დანიის საფეხბურთო ნაკრების სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და შესაბამისად, კრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება მათი პრეროგატივაა. ამასთან, „ინტერის“ დირექტორმა აღნიშნა, რომ მისი კლუბის სამედიცინო პერსონალს აქტიური კავშირი ჰქონდა დანიის ნაკრებთან და აქედან გამომდინარე, მას დარწმუნებით შეუძლია ერიქსენის ვაქცინაციის სტატუსზე საუბარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ მილანის „ინტერის“ დირექტორის კომენტარის შემდეგ, ადვოკატმა რობერტმა ნუცომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია წაშალა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „TVM News“-ის მიერ იტალიელ ადვოკატ რობერტო ნუცოზე დაყრდნობით  გავრცელებული ინფორმაცია (“დანიელ ფეხბურთელ ქრისტიან ერიქსენს ასტრაზენეკას ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული, რაც მოედანზე მისი ცუდად გახდომის მიზეზი გახდა. რასაც მედიები მალავენ“) არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით