„COVID-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მაჩვენებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

მოწოდებული ინფორმაცია

საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია  5 ივლისს, ჩინური „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა ვაქცინის შემოსვლის შემდეგ დაიწყო. მალევე, ქვეყანაში „პფაიზერის“ საკმაოდ დიდი პარტია შემოვიდა და შესაბამისად, ვაქცინაციის ტემპმა საგრძნობლად იმატა. თუმცა, აგვისტოს შემდეგ, ვაქცინაციის ტემპი შემცირდა და შესაბამისად, კოვიდინფიცირებულთა და ინფიცირების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა.

„ანტიფეიკმა“ ვაქცინაციის მხრივ მსოფლიოში არსებული ვითარებაც გამოიკვლია.

გთავაზობთ 20 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს.

გადამოწმებული: 1tv.ge

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის თანახმად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინიცით აცრის მაჩვენებელი, 20 დეკემბრის მდგომარეობით, ასეთია:

საქართველოში სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 255 593, რაც 18 წელს გადაცილებული მოსახლეობის 43.7 პროცენტია. სრულად ვაქცინირებულია 1 080 162 მოქალაქე, რაც 18 წელს გადაცილებული 37.6 პროცენტს შეადგენს. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 47 633 ადამიანს.

აზერბაიჯანში სრულად ვაქცინირებულია 4,638,622 მოქალაქე (მოსახლეობის 46.1 პროცენტი), ხოლო მხოლოდ ერთი დოზა მიღებული აქვს 5,138,212 ადამიანს (მოსახლეობის 51 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 1,269,302 ადამიანს (მოსახლეობის 13 პროცენტი).

სომხეთში ორივე დოზით აცრილია 582,624 ადამიანი (მოსახლეობის 19.7 პროცენტი), მხოლოდ ერთი დოზა 869,750 ადამიანს აქვს გაკეთებული (მოსახლეობის 29.4 პროცენტი). ბუსტერ დოზით აცრილთა მონაცემები უცნობია.

თურქეთში 51,142,896 ადამიანია სრულად ვაქცინირებული (მოსახლეობის 61.5 პროცენტი), 56,649,405 ადამიანს კი მხოლოდ ერთი დოზა აქვს გაკეთებული (მოსახლეობის 68.1 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 15,833,048 ადამიანს (მოსახლეობის 19 პროცენტი).

აშშ-ში 202,159,045 პაციენტია ორივე დოზით ( მოსახლეობის 61.3 პროცენტი) აცრილი, ხოლო 241,205,528 – ერთი დოზით (მოსახლეობის 73.2 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 58,185,916 ადამიანს (მოსახლეობის 18 პროცენტი).

რუსეთში სრულად ვაქცინირებულია 63,253,115 (მოსახლეობის 43.1 პროცენტი), ხოლო ერთი დოზით – 71,530,6321 მოქალაქე (მოსახლეობის 48.7 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 5,961,958 ადამიანს (მოსახლეობის 4.1 პროცენტი).

გერმანიაში ორივე დოზით ვაქცინირებულია 58,411,151 მოქალაქე (მოსახლეობის 70.2 პროცენტი), ხოლო მხოლოდ ერთი დოზით 60,888,55 ადამიანი აიცრა (მოსახლეობის 73.2 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 25,171,551 ადამიანს (მოსახლეობის 30 პროცენტი).

საფრანგეთში ვაქცინის ერთი დოზა 52,430,750 ადამიანს აქვს გაკეთებული (მოსახლეობის 78.2 პროცენტი), ხოლო ორივე დოზით აცრილია 48,496,460 ადამიანი, რაც მოსახლეობის 72.3 პროცენტს შეადგენს. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 16,338,915 ადამიანს (მოსახლეობის 24 პროცენტი).

ესპანეთში ერთი დოზა გაკეთებული აქვს 38,607,797 ადამიანს, (მოსახლეობის 82 პროცენტი), ხოლო ორივე დოზით აცრილია 37,777,929 ადამიანი (მოსახლეობის 80.2 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 10,507,992 ადამიანს (მოსახლეობის 22 პროცენტი).

პორტუგალია ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ქვეყანაში ერთი დოზით აცრილია 9,053,901 ადამიანი (მოსახლეობის 88.1 პროცენტი), ხოლო სრულად ვაქცინირებულია 9,047,148 პაციენტი (მოსახლეობის 88 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 2,252,422 ადამიანს (მოსახლეობის 22 პროცენტი).

იტალიაში 44,438,587 მოქალაქე ორივე დოზით (მოსახლეობის 73.8 პროცენტი), ხოლო 47,871,435 ერთი დოზითაა აცრილი (მოსახლეობის 79.5 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 14,577,527 ადამიანს (მოსახლეობის 24 პროცენტი).

დიდ ბრიტანეთში ვაქცინის ერთი დოზა გაკეთებული აქვს 51,425,763 ადამიანს (მოსახლეობის 77.4 პროცენტი), ხოლო სრულად ვაქცინირებულია 46,965,009 – მოსახლეობის 70.7 პროცენტი. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 27,156,276 ადამიანს (მოსახლეობის 41 პროცენტი).

ისრაელში ორივე დოზით აცრილია 5,823,587 (მოსახლეობის 63.4 პროცენტი), ხოლო ერთი დოზით – 6,446,980 მოქალაქე (მოსახლეობის 70.2 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 4,152,521 ადამიანს (მოსახლეობის 46 პროცენტი).

მოსახლეობის ვაქცინაციის მხრივ, საუკეთესო შედეგი აქვს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს. ამ ქვეყანაში ორივე დოზა 9,020,082 ადამიანს აქვს მიღებული, რაც საერთო მოსახლეობის 91.2 პროცენტს შეადგენს, მხოლოდ ერთი დოზა გაკეთებული აქვს მოსახლეობის 99.9 პროცენტს (9,890,441 ადამიანი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 3,270,769 ადამიანს (მოსახლეობის 33 პროცენტი).

ვაქცინაციის მაჩვენებლით ბოლო ადგილს ბურუნდი იკავებს. ქვეყანაში სულ 1,438 ადამიანია აცრილი. აქედან სრულად 564 მოქალაქე , მხოლოდ ერთი დოზით კი 874 ადამიანია აცრილი. ბუსტერ დოზით აცრილთა მონაცემები უცნობია.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით