„COVID-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მაჩვენებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

მოწოდებული ინფორმაცია

საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია  5 ივლისს, ჩინური „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა ვაქცინის შემოსვლის შემდეგ დაიწყო. მალევე, ქვეყანაში „პფაიზერის“ საკმაოდ დიდი პარტია შემოვიდა და შესაბამისად, ვაქცინაციის ტემპმა საგრძნობლად იმატა. თუმცა, აგვისტოს შემდეგ, ვაქცინაციის ტემპი შემცირდა და შესაბამისად, კოვიდინფიცირებულთა და ინფიცირების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა.

„ანტიფეიკმა“ ვაქცინაციის მხრივ მსოფლიოში არსებული ვითარებაც გამოიკვლია.

გთავაზობთ 19 ნოემბრის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს.

გადამოწმებული: 1tv.ge

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის თანახმად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინიცით აცრის მაჩვენებელი, 19 ნოემბრის მდგომარეობით, ასეთია:

საქართველოში ერთი დოზით აცრილია 1 097 839 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 38.6 პროცენტია. სრულად ვაქცინირებულია 976 009 მოქალაქე, რაც მოზრდილი მოსახლეობის 34.2 პროცენტს შეადგენს.

აზერბაიჯანში სრულად ვაქცინირებულია 4,505,772 მოქალაქე (მოსახლეობის 44.8 პროცენტი), ხოლო მხოლოდ ერთი დოზა მიღებული აქვს 5,038,225 ადამიანს (მოსახლეობის 50 პროცენტი).

სომხეთში ორივე დოზით აცრილია 278,495 ადამიანი (მოსახლეობის 9.4 პროცენტი), მხოლოდ ერთი დოზა 645,035 ადამიანს აქვს გაკეთებული (მოსახლეობის 21.8 პროცენტი).

თურქეთში 49,904,400 ადამიანია სრულად ვაქცინირებული (მოსახლეობის 60 პროცენტი), 55,972,966 ადამიანს კი მხოლოდ ერთი დოზა აქვს გაკეთებული (მოსახლეობის 67.3 პროცენტი).

აშშ-ში 194,234,782 პაციენტია ორივე დოზით ( მოსახლეობის 59 პროცენტი) აცრილი, ხოლო 228,570,531 – ერთი დოზით (მოსახლეობის 69.4 პროცენტი).

რუსეთში სრულად ვაქცინირებულია 52,506,988 (მოსახლეობის 35.8 პროცენტი), ხოლო ერთი დოზით – 62,891,581 მოქალაქე (მოსახლეობის 43 პროცენტი).

გერმანიაში ორივე დოზით ვაქცინირებულია 56,352,489 მოქალაქე (მოსახლეობის 67.8 პროცენტი), ხოლო მხოლოდ ერთი დოზით 58,434,229 ადამიანი აიცრა (მოსახლეობის 70.3 პროცენტი).

საფრანგეთში ვაქცინის ერთი დოზა 51,616,721 ადამიანს აქვს გაკეთებული (მოსახლეობის 77 პროცენტი), ხოლო ორივე დოზით აცრილია 46,542,671 ადამიანი, რაც მოსახლეობის 69.4 პროცენტს შეადგენს.

ესპანეთში ერთი დოზა გაკეთებული აქვს 38,197,655 ადამიანს, (მოსახლეობის 81.1 პროცენტი), ხოლო ორივე დოზით აცრილია 37,507,587 ადამიანი (მოსახლეობის 79.6 პროცენტი).

პორტუგალია ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ქვეყანაში ერთი დოზით აცრილია 9,053,901 ადამიანი (მოსახლეობის 88.1 პროცენტი), ხოლო სრულად ვაქცინირებულია 8,925,907 პაციენტი (მოსახლეობის 87 პროცენტი).

იტალიაში 43,966,144 მოქალაქე ორივე დოზით (მოსახლეობის 73 პროცენტი), ხოლო 46,936,385 ერთი დოზითაა აცრილი (მოსახლეობის 78 პროცენტი).

დიდ ბრიტანეთში ვაქცინის ერთი დოზა გაკეთებული აქვს 50,679,073 ადამიანს (მოსახლეობის 76.3 პროცენტი), ხოლო სრულად ვაქცინირებულია 46,087,958 – მოსახლეობის 69.4 პროცენტი.

ისრაელში ორივე დოზით აცრილია 5,761,365 (მოსახლეობის 62.8 პროცენტი), ხოლო ერთი დოზით – 6,263,378 მოქალაქე (მოსახლეობის 68.2 პროცენტი).

მოსახლეობის ვაქცინაციის მხრივ, საუკეთესო შედეგი აქვს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს. ამ ქვეყანაში ორივე დოზა 8,832,256 ადამიანს აქვს მიღებული, რაც საერთო მოსახლეობის 89.3 პროცენტს შეადგენს, მხოლოდ ერთი დოზა გაკეთებული აქვს მოსახლეობის 99.1 პროცენტს (9,801,529 ადამიანი).

ვაქცინაციის მაჩვენებლით ბოლო ადგილს ბურუნდი იკავებს. ქვეყანაში სულ 1,266 ადამიანია აცრილი. აქედან სრულად 395 მოქალაქე , მხოლოდ ერთი დოზით კი 871 ადამიანია აცრილი.

ამ მონაცმებით, მსოფლიოს მოსახლეობის 41 პროცენტია სრულად ვაქცინირებული, მაგრამ, ზამთრის დადგომასთან ერთად, ყოველდღიური დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მზარდია. ექსპერტებმა ამ ტენდენციას „არავაქცინირებულების პანდემია“ უწოდეს. ასეთი პრობლემის წინაშე დგანან მაღალი ვაქცინაციის დონის მქონე ქვეყნებიც.

ავსტრიაში, სადაც მოსახლეობის 65 პროცენტია სრულად ვაქცინირებული, დღიურმა შემთხვევებმა 15,000-ს გადააჭარბა. გამოწვევასთან საპასუხოდ, ქვეყნის კანცლერმა 10-დღიანი ლოკდაუნი გამოაცხადა (თუ ლოკდაუნი შედეგს არ გამოიღებს, ის კიდევ 10 დღით გახანგრძლივდება). ამასთან, 2022 წლის პირველი თებერვლიდან ვაქცინაცია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო გახდება.

17 ნოემბრის მონაცემებით, 10-მილიონიან უნგრეთში, კოვიდ-19-ით ინფიცირების შედეგად,178 გარდაცვალება და 10,265 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ასეთი მძიმე სტატისტიკა ქვეყანას გაზაფხულის შემდეგ არ ჰქონია. ამ ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა ჯანდაცვის სექტორში მომუშავე პერსონალისთვის ბუსტერ დოზის გაკეთება სავალდებულო გახადა. ქვეყანაში მოსახლეობის 40 პროცენტი არ არის ვაქცინირებული.

18 ნოემბრის მონაცემებით, რუსეთში დაფიქსირდა 37,000 ახალი შემთხვევა და 1,251 გარდაცვალება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ვირუსმა 260,000-ზე მეტი მოქალაქე შეიწირა. რუსეთის შემთხვევაში, ვითარების გაუარესება ვაქცინაციის დაბალ დონის შედეგია და ნოემბრის დასაწყიში გამოცხადებულმა უქმე დღეებმა სტატისტიკის გაუმჯობესებას ხელი ვერ შეუწყო.

მსგავსი სიტუაციაა აშშ-შიც, სადაც, 14 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე პერიოდში, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 35 პროცენტით გაიზარდა.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით