„COVID-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მაჩვენებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

მოწოდებული ინფორმაცია

საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია  5 ივლისს, ჩინური „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა ვაქცინის შემოსვლის შემდეგ დაიწყო. მალევე, ქვეყანაში „პფაიზერის“ საკმაოდ დიდი პარტია შემოვიდა და შესაბამისად, ვაქცინაციის ტემპმა საგრძნობლად იმატა.

„ანტიფეიკმა“ ვაქცინაციის მხრივ მსოფლიოში არსებული ვითარებაც გამოიკვლია.

გთავაზობთ 21 ოქტომბრის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს.

გადამოწმებული: 1tv.ge

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის თანახმად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინიცით აცრის მაჩვენებელი, 21 ოქტომბრის მდგომარეობით, ასეთია:

საქართველოში ერთი დოზით აცრილია 1 017 863 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 35.8 პროცენტია. სრულად ვაქცინირებულია 914 311 მოქალაქე, რაც მოზრდილი მოსახლეობის 32 პროცენტს შეადგენს.

აზერბაიჯანში სრულად ვაქცინირებულია 4,249,138 მოქალაქე (მოსახლეობის 42.2 პროცენტი), ხოლო მხოლოდ ერთი დოზა მიღებული აქვს 4,976,945 ადამიანს (მოსახლეობის 49.4 პროცენტი).

სომხეთში ორივე დოზით აცრილია 170,212 ადამიანი (მოსახლეობის 5.8 პროცენტი), მხოლოდ ერთი დოზა 344,029 ადამიანს აქვს გაკეთებული ( მოსახლეობის 11.6 პროცენტი).

თურქეთში 47,585,869 ადამიანია სრულად ვაქცინირებული (მოსახლეობის 57.2 პროცენტი), 54,966,932 ადამიანს კი მხოლოდ ერთი დოზა აქვს გაკეთებული (მოსახლეობის 66.1 პროცენტი).

აშშ-ში 189,487,793 პაციენტია ორივე დოზით ( მოსახლეობის 57.5 პროცენტი) აცრილი, ხოლო 219,161,368 – ერთი დოზით (მოსახლეობის 66.5 პროცენტი).

რუსეთში სრულად ვაქცინირებულია 45,702,564 (მოსახლეობის 31.1 პროცენტი), ხოლო ერთი დოზით – 50,182,928 მოქალაქე (მოსახლეობის 34.2 პროცენტი).

გერმანიაში ორივე დოზით ვაქცინირებულია 54,808,484 მოქალაქე (მოსახლეობის 66 პროცენტი), ხოლო მხოლოდ ერთი დოზით 57,326,792 ადამიანი აიცრა (მოსახლეობის 69 პროცენტი).

საფრანგეთში ვაქცინის ერთი დოზა 50,892,531 ადამიანს აქვს გაკეთებული (მოსახლეობის 76 პროცენტი), ხოლო ორივე დოზით აცრილია 45,467,286 ადამიანი, რაც მოსახლეობის 67.8 პროცენტს შეადგენს.

ესპანეთში ერთი დოზა გაკეთებული აქვს 37,899,559 ადამიანს, (მოსახლეობის 80.5 პროცენტი), ხოლო ორივე დოზით აცრილია 37,086,628 ადამიანი (მოსახლეობის 78.7 პროცენტი).

პორტუგალია ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ქვეყანაში ერთი დოზით აცრილია 8,975,593 ადამიანი (მოსახლეობის 87.3 პროცენტი), ხოლო სრულად ვაქცინირებულია 8,782,671 პაციენტი (მოსახლეობის 85.5 პროცენტი).

იტალიაში 42,423,310 მოქალაქე ორივე დოზით (მოსახლეობის 70.4 პროცენტი), ხოლო 46,320,599 – ერთი დოზითაა აცრილი (მოსახლეობის 77 პროცენტი).

დიდ ბრიტანეთში ვაქცინის ერთი დოზა გაკეთებული აქვს 49,462,425 ადამიანს (მოსახლეობის 74.5 პროცენტი) ხოლო სრულად ვაქცინირებულია 45,400,990 – მოსახლეობის 68.3 პროცენტი.

ისრაელში ორივე დოზით აცრილია 5,705,084 (მოსახლეობის 62.1 პროცენტი), ხოლო ერთი დოზით – 6,210,282 მოქალაქე (მოსახლეობის 67.7 პროცენტი).

მოსახლეობის ვაქცინაციის მხრივ საუკეთესო შედეგი აქვს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს. ამ ქვეყანაში ორივე დოზა 8,555,071 ადამიანს აქვს მიღებული, რაც საერთო მოსახლეობის 86.5 პროცენტს შეადგენს, მხოლოდ ერთი დოზა გაკეთებული აქვს მოსახლეობის 96.5 პროცენტს (9,544,097 ადამიანი).

ვაქცინაციის მაჩვენებლით ბოლო ადგილს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა იკავებს. ქვეყანაში სულ 140,254 ადამიანია აცრილი. აქედან სრულად 37,644 მოქალაქე (მოსახლეობის 0.04 პროცენტი), მხოლოდ ერთი დოზით კი 102,610 ადამიანია აცრილი (მოსახლეობის 0.11 პროცენტი).

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით