„COVID-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მაჩვენებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

მოწოდებული ინფორმაცია

საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია  5 ივლისს, ჩინური „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა ვაქცინის შემოსვლის შემდეგ დაიწყო. მალევე, ქვეყანაში „პფაიზერის“ საკმაოდ დიდი პარტია შემოვიდა და შესაბამისად, ვაქცინაციის ტემპმა საგრძნობლად იმატა.

„ანტიფეიკმა“ ვაქცინაციის მხრივ მსოფლიოში არსებული ვითარებაც გამოიკვლია.

გთავაზობთ 21 სექტემბრის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს.

გადამოწმებული: 1tv.ge

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის თანახმად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინიცით აცრის მაჩვენებელი, 21 სექტემბრის მდგომარეობით, ასეთია:

საქართველოში ერთი დოზით აცრილია 952,219 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33,3 პროცენტია. სრულად ვაქცინირებულია 719 076 მოქალაქე, რაც მოზრდილი მოსახლეობის 25,2 პროცენტს შეადგენს.

აზერბაიჯანში სრულად ვაქცინირებულია 3,357,117 მოქალაქე (მოსახლეობის 33.3 პროცენტი), ხოლო მხოლოდ ერთი დოზა მიღებული აქვს 4,619,432 ადამიანს (მოსახლეობის 45.9 პროცენტი).

სომხეთში ორივე დოზით აცრილია 129,325 ადამიანი (მოსახლეობის 4.4 პროცენტი), მხოლოდ ერთი დოზა 237,454 ადამიანს აქვს გაკეთებული ( მოსახლეობის 8 პროცენტი).

თურქეთში 42,024,517 ადამიანია სრულად ვაქცინირებული (მოსახლეობის 50.5 პროცენტი), 52,672,498 ადამიანს კი მხოლოდ ერთი დოზა აქვს გაკეთებული (მოსახლეობის 63.3 პროცენტი).

აშშ-ში 181,382,976 პაციენტია ორივე დოზით ( მოსახლეობის 55 პროცენტი) აცრილი, ხოლო 211,776,515 – ერთი დოზით (მოსახლეობის 64.3 პროცენტი).

რუსეთში სრულად ვაქცინირებულია 40,925,110 (მოსახლეობის 27.9 პროცენტი), ხოლო ერთი დოზით – 46,811,516 მოქალაქე (მოსახლეობის 32 პროცენტი).

გერმანიაში ორივე დოზით ვაქცინირებულია 52,503,166 მოქალაქე (მოსახლეობის 63.1 პროცენტი), ხოლო მხოლოდ ერთი დოზით 55,869,314 ადამიანი აიცრა (მოსახლეობის 67.2 პროცენტი).

საფრანგეთში ვაქცინის ერთი დოზა 49,707,676 ადამიანს აქვს გაკეთებული (მოსახლეობის 74.1 პროცენტი), ხოლო ორივე დოზით აცრილია 43,042,655 ადამიანი, რაც მოსახლეობის 64.2 პროცენტს შეადგენს.

ესპანეთში ერთი დოზა გაკეთებული აქვს 37,385,758 ადამიანს, (მოსახლეობის 79.4 პროცენტი), ხოლო ორივე დოზით აცრილია 35,784,743 ადამიანი (მოსახლეობის 76 პროცენტი).

პორტუგალია ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ქვეყანაში ერთი დოზით აცრილია 8,846,756 ადამიანი (მოსახლეობის 86.1 პროცენტი), ხოლო სრულად ვაქცინირებულია 8,319,395 პაციენტი (მოსახლეობის 81 პროცენტი).

იტალიაში 39,600,790 მოქალაქე ორივე დოზით (მოსახლეობის 65.7 პროცენტი), ხოლო 44,272,742 – ერთი დოზითაა აცრილი (მოსახლეობის 73.5 პროცენტი).

დიდ ბრიტანეთში ვაქცინის ერთი დოზა გაკეთებული აქვს 48,573,881 ადამიანს (მოსახლეობის 73.1 პროცენტი) ხოლო სრულად ვაქცინირებულია 44,428,209 – მოსახლეობის 67 პროცენტი.

ისრაელში ორივე დოზით აცრილია 5,587,003 (მოსახლეობის 61 პროცენტი), ხოლო ერთი დოზით – 6,068,524 მოქალაქე (მოსახლეობის 66.1 პროცენტი).

მოსახლეობის ვაქცინაციის მხრივ საუკეთესო შედეგი აქვს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს. ამ ქვეყანაში ორივე დოზა 8,021,261 ადამიანს აქვს მიღებული, რაც საერთო მოსახლეობის 81.1 პროცენტს შეადგენს, მხოლოდ ერთი დოზა გაკეთებული აქვს მოსახლეობის 92 პროცენტს (9,089,444 ადამიანი).

ვაქცინაციის მაჩვენებლით ბოლო ადგილს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა იკავებს. ქვეყანაში სულ 120,062 ადამიანია აცრილი. აქედან სრულად 25,452 მოქალაქე (მოსახლეობის 0.03 პროცენტი), მხოლოდ ერთი დოზით კი 85,182 ადამიანია აცრილი (მოსახლეობის 0.0`1 პროცენტი).

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით