„COVID-19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

მოწოდებული ინფორმაცია

საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია  5 ივლისს, ჩინური „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა ვაქცინის შემოსვლის შემდეგ დაიწყო. მალევე, ქვეყანაში „პფაიზერის“ საკმაოდ დიდი პარტია შემოვიდა და შესაბამისად, ვაქცინაციის ტემპმა საგრძნობლად იმატა.

„ანტიფეიკმა“ ვაქცინაციის მხრივ მსოფლიოში არსებული ვითარებაც გამოიკვლია.

გთავაზობთ 10 აგვიტოს მდგომარეობით არსებულ მონაცემებს.

გადამოწმებული: 1tv.ge

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის თანახმად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებელი ასეთია:

საქართველოში სულ 664,997 ადამიანია აცრილი. აქედან ორჯერ, ანუ სრულად ვაქცინირებულია 204,234 მოქალაქე, რაც მთლიანი მოსახლეობის 5,5 პროცენტს შეადგენს. მხოლოდ ერთი დოზით აცრილია 460,763 ადამიანი, რაც მთლიანი მოსახლეობის 12,4 პროცენტია.

აზერბაიჯანში სულ აცრილია 5,418,754 ადამიანი. მათ შორის სრულად ვაქცინირებულია  2,257,999 (მოსახლეობის 22.4 პროცენტი), ხოლო მხოლოდ ერთი დოზა მიღებული აქვს 3,160,755 ადამიანს (მოსახლეობის 31.4 პროცენტი).

სომხეთში ვაქცინირებულთა საერთო რაოდენობა 194,902-ს შეადგენს. აქედან ორივე დოზით აცრილია 62,373 ადამიანი (მოსახლეობის 2.1 პროცენტი), მხოლოდ ერთი დოზა  132,529 ადამიანს აქვს გაკეთებული ( მოსახლეობის 4.5 პროცენტი).

თურქეთში სულ 76,602,059 ადამიანია აცრილი. 29,098,283 ადამიანი სრულადაა ვაქცინირებული (მოსახლეობის 35 პროცენტი), 41,874,764 ადამიანს კი ერთი დოზა აქვს გაკეთებული (მოსახლეობის 50,4 პროცენტი).

აშშ-ში ვაქცინირებულთა საერთო რაოდენობა 351,933,175-ია. აქედან 166,654,374 პაციენტი ორივე დოზით ( მოსახლეობის 50.6 პროცენტი), ხოლო 195,222,906 ერთი დოზითაა აცრილი (მოსახლეობის 60 პროცენტი).

რუსეთში სულ აცრილია  66,369,168 ადამიანი. მათ შორის სრულად ვაქცინირებულია 27,749,429 (მოსახლეობის 18.9 პროცენტი), ხოლო ერთი დოზით – 38,619,739 მოქალაქე (მოსახლეობის 26.3 პროცენტი).

გერმანიაში, ჯამში, 95,332,331 ადამიანს აქვს აცრა გაკეთებული. აქედან ორივე დოზით ვაქცინირებულია 45,842,065 მოქალაქე (მოსახლეობის 55.1 პროცენტი), ხოლო მხოლოდ ერთი დოზით 52,010,167 ადამიანი აიცრა (მოსახლეობის 62.6 პროცენტი).

იტალიაში ვაქცინირებულთა საერთო რაოდენობა 72,157,027-ს შეადგენს. აქედან 33,691,525 მოქალაქე ორივე დოზით (მოსახლეობის 55.9 პროცენტი), ხოლო 39,843,649 – ერთი დოზითაა აცრილი (მოსახლეობის 66.1 პროცენტი).

ისრაელში სულ ვაქცინირებულია 11,794,682 ადამიანი. მათ შორის ორივე დოზით აცრილია 5,400,236 (მოსახლეობის 58.8 პროცენტი), ხოლო ერთი დოზით – 5,816,547 მოქალაქე (მოსახლეობის 63.4 პროცენტი).

მოსახლეობის ვაქცინაციის მხრივ საუკეთესო შედეგი აქვს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს. ამ ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 17,137,750 ადამიანი. ორივე დოზა კი 7,140,729 ადამიანს აქვს მიღებული, რაც საერთო მოსახლეობის 72.2 პროცენტს შეადგენს, მხოლოდ ერთი დოზა გაკეთებული აქვს მოსახლეობის 80.7 პროცენტს (7,981,397 ადამიანი).

198 ქვეყანას შორის ვაქცინაციის მაჩვენებლით ბოლო ადგილს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა იკავებს. ქვეყანაში სულ 86,244 ადამიანია აცრილი. აქედან სრულად 4,260 მოქალაქე (მოსახლეობის 0.001 პროცენტი), მხოლოდ ერთი დოზით კი 81,984 ადამიანია აცრილი (მოსახლეობის 0.09 პროცენტი).

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით