„ჩინეთის ბირთვული შესაძლებლობები იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე ამას მსოფლიო წარმოიდგენდა"

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 3 ნოებერს, ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ბირთვული შესაძლებლობები იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე ამას მსოფლიო წარმოიდგენდა. გავლენიანი გამოცემები წერენ, რომ ქვეყანა, ბირთვული ქობინების გარდა, რაკეტების სასტარტო შახტებს ფარულად აშენებს.

„ანტიფეიკმა“ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია შეისწავლა.

გადამოწმებული: 1tv.ge

CBS News-ის მიხედვით, პენტაგონის მიერ გამოქვეყნებული უახლეს ანგარიშში წერია, რომ 2030 წლისთვის ჩინეთს ათასამდე ბირთვული ქობინი ექნება, რაც ამჟამინდელ რაოდენობაზე ხუთჯერ მეტია. ანგარიშში ასევე წერია, რომ ჩინეთში ასობით ახალი საკონტინენთშორისო ბალესტიკური რაკეტის გამშვები შახტის მშენებლობა მიმდინარეობს.

ამერიკული მეცნიერების ფედერაციის წევრი, ჰანს კრინსტენსენი აცხადებს, რომ ჩინეთის ბირთვულ ისტორიაში, იარაღის წარმოების ასეთი ტემპი უპრეცედენტოა.

ჩინეთის მიერ წარმოეულ ბირთვული ქობინებს ჰიპერხმოვანი რაკეტების დაჭერაც შეუძლიათ, ასეთი რაკეტები, საკონტინენთაშორისო ბალესტიკური რაკეტებთან შედარებით, ძნელი აღმოსაჩენია.

გასულ აგვისტოს, ჩინეთმა ჰიპერხმოვანი რაკეტების გაშვება გამოცადა. აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეს ფაქტი რუსების მიერ,კოსმოსში პირველი სატელიტის გაშვებას შეადარა.

ჰიპერხმოვანი რაკეტების შექმნაზე აშშ, ჩრდილოეთ კორეა და რუსეთიც მუშაობენ.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით