„ჭიდაობის, რაგბისა და ფეხბურთის ფედერაციებს მსოფლიო ფედერაციებში წევრობა შეუჩერდეთ!“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 11 ივლისს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც მოითხოვა, რომ საქართველოს ჭიდაობის, რაგბისა და ფეხბურთის ფედერაციებს მსოფლიო შესაბამის ფედერაციებში წევრობის უფლება შეუჩერდეთ.

„მათ შეუჩერდეს მსოფლიო ფედერაციებში ხმის და წევრობის უფლება, ვიდრე არ გაიწმინდა ეს კლასტერი მოძალადე მკვლელებისაგან და პოლიტიკოსი მტაცებელი სპორტსმენებისგან“ ,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, დაუშვებელია, რომ ანზორ ჩუბინიძე, კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი თანამდებობებზე იმყოფებოდნენ.

გადამოწმებული: 1tv.ge

ის, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მოითხოვა, საქართველოს ჭიდაობის, რაგბისა და ფეხბურთის ფედერაციებს მსოფლიო შესაბამის ფედერაციებში წევრობის უფლება შეუჩერდეთ, არის სიმართლე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით