„ბრიტანეთში სკოლის მოსწავლეებს საშინაო დავალებად "საკუთარი თავის დაკრძალვის" დაგეგმვა დაავალეს“

მოწოდებული ინფორმაცია

„ნიუპოსტის“ ელექტრონულ გვერდზე 23 ივნისს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლესტერში სკოლის მოსწავლეებს საშინაო დავალებად საკუთარი დაკრძალვის ცერემონიის დაგეგმვა დაავალეს.

„ბრიტანეთში, ქალაქ ლესტერის სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც კორონავირუსული პანდემიის განმავლობაში სახლში არიან ჩაკეტილები, სკოლის ადმინისტრაციამ საშინაო დავალებად მისცა გეგმა, თუ როგორ წარმოედგინათ მათ საკუთარი დაკრძალვა.

13 წლის მოსწავლეებს ამის განსახორციელებლად სპეციალური ანკეტები დაურიგეს, სადაც კითხვარი იყო მოცემული – მათ ეკითხებოდნენ თუ რომელი იყო მათი საყვარელი ჰიმნი და რა სტილის კუბოები სურდათ თავიანთ დაკრძალვაზე.

დავალების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ბავშვებს აგრეთვე უნდა აერჩიათ როგორი სახის ყვავილები იყო მათი მემორიალისთვის მისაღები , სკოლის მოსწავლეებს უნდა შეედგინათ დაკრძალვის დროს მოსასვლელი სტუმრების სია. არასრულწლოვნებსუნდა აერჩიათ მათ დაკრძალვა სურდათ თავიანთი სხეულის თუ კრემაციას ანიჭებდნენ უპირატესობას.

ერთ-ერთი კითხვით სკოლის ადმინისტრაცია დავალების ადრესატისგან ითხოვდა პასუხს, თუ სად ისურვებდა იგი დაკრძალვას, ან ფერფლის გაფანტვის პროცედურას რა ტერიტორიაზე მიანიჭებდა უპირატესობას და რატომ?!

მშობლებმა სოციალურ ქსელში შეშფოთება ვერ დამალეს აღნიშნულ ფაქტზე – ისინი აცხადებდნენ, რომ ბავშვებს სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა მიადგებოდათ მსგავსი სახის ე.წ საშინაო დავალებებით და უფრო გაუმძაფრდებოდათ სიკვდილის შიში. სკოლამ ზემოხსენებული დავალების გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ საშინაო დავალება შეცდომით იქნა გამოგზავნილი“ – წერს ნიუსპოსტი.

გადამოწმებული: 1tv.ge

ინფორმაციას უცნაური საშინაო დავალების შესახებ The Sun – ზე დაყრდნობით ბრიტანეთში რამდენიმე გაზეთი და ინტერნეტგამოცემა ავრცელებს.

წყაროების თანახმად, ლესტერის წმინდა პავლეს კათოლიკური სკოლის 13 წლის მოსწავლეებს საშინაო დავალებად საკუთარი დაკრძალვის დაგეგმვა დაევალათ. ბლანკებში, რომელიც მათ სკოლამ გაუგზავნა, ბავშვებს ისეთ დეტალებზე უნდა ეფიქრათ, როგორიცაა ყვავილები, საგალობლები, მოწვეული სტუმრები, ტანსაცმელი, დაკრძალვის ადგილი და ასევე უნდა აერჩიათ, დაკრძალვა სურდათ თუ კრემაცია. ბლანკის ფორმულარი შეკითხვებთან ერთად ასევე მოიცავდა გრაფას, სადაც ბავშვებს საკუთარი არჩევანი უნდა განემარტათ.

მშობლები მსგავსმა დავალებამ აღაშფოთა. ერთ-ერთმა მშობელმა სოციალურ ქსელებში შვილთან ერთად დავალების ბლანკით ფოტოც გამოაქვეყნა. სკოლას ბოდიშის მოხდა მოუწია და მომხდარი შეცდომას დააბრალა.

შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეა.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით