

„ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა ძალიან ღიად, ტელევიზორში, რომ ფული მარტო მას აქვს, რომ ის დააფინანსებს „ქართულ ოცნებას“ და დანარჩენი ყველა უუფლებო იქნებაო“
მოწოდებული ინფორმაცია
2020 წლის 14 ნოემბერს, პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა: „ჩვენ, თქვენ, მთელს საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ თქვენ ღარიბი ქვეყანა ხართ და მონები უნდა იყოთო… დიახ, ჩვენ ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ გვითხრა ძალიან ღიად, ტელევიზორში, რომ ფული მარტო მას აქვს, რომ ის დააფინანსებს „ქართულ ოცნებას“ და დანარჩენი ყველა უუფლებო იქნებაო“.
გადამოწმებული: 1tv.ge
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს თავის არც ერთ საჯარო გამოსვლაში არ გაუკეთებია განცხადება, რომ ვინაიდან საქართველო ღარიბი ქვეყანაა, მისი მოქალაქეები მონები უნდა იყვნენ. ბიძინა ივანიშვილს არც ის განუცხადებია, რომ „ფული მარტო მას აქვს, რომ ის დააფინანსებს „ქართულ ოცნებას“ და დანარჩენი ყველა უუფლებო იქნება“.
ამდენად, 2020 წლის 14 ნოემბერს, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მიერ გაკეთებული ზემოთ აღნიშნული განცხადება არის სიყალბე.