

მოწოდებული ინფორმაცია
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს ცხედრის ნახვის უფლებას არ აძლევენ. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში და ვებ-გვერდზე გავრცელდა. „თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. დაღუპულის ოჯახის წევრებს ცხედრის ნახვის უფლებას ექსპერტიზა არ აძლევს. სამხარაულის ბიუროში მათ უთხრეს, რომ ცხედარი სასწრაფოდ უნდა დაიკრძალოს,“ – წერს „მთავარი“.
გადამოწმებული: 1tv.ge
საქართველოს პირველი არხის მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის ოჯახს რეკომენდაციის სახით ურჩია, ჩასასვენებელი არ გაეხსნათ. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის ბიძამ დაუდასტურა. ასევე უნდა ითქვას, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების მეორე თავის მესამე მუხლის თანახმად, სადაც განსაზღვრულია ბიუროს უფლებამოსილება, მსგავსი უფლებამოსილება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს არ გააჩნია.
შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს გარდაცვლილის ცხედრის ნახვის უფლებას არ აძლევენ, არის სიყალბე.