„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: „საქართველოში, ეს იყო არჩევნები ფატალური შეცდომებით“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 18 ნოემბერს, სააგენტო „ნიუპოსტმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით, „აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: „საქართველოში, ეს იყო არჩევნები ფატალური შეცდომებით“.

„ნიუპოსტის“ მიერ გავრცელებულ აღნიშნულ ინფორმაციაში ნათქვამია: „ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს მიმოხილვას საქართველოში ვიზიტთან და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეფასებასთან დაკავშირებით და ერთ-ერთ ნაწილში აღნიშნავს:

„ის რამაც მრავალ ჩვენგანი სერიოზულად დააფიქრა, იყო არჩევნების შედეგები. ოფიციალური შედეგები პარალელური დათვლის მონაცემებს ზოგიერთ შემთხვევაში არც კი დაემთხვა. ასე, რომ მყისიერად არ გაირკვა, რომ ეს იყო არჩევნები, რომელიც წარიმართა ფატალური შეცდომებით

ოს თუ რამდენად უარესი იყო ის წინა არჩევნებთან შედარებით, რომლებიც არ საჩივრდებოდა ახალი არჩევნების მოწოდებებით? ჩვენ კვლავ ყველას ვეუბნებოდით, რომ გამოიყენეთ იურიდიული პროცესები, რომელიც თქვენ წლების მანძილზე შექმენით, ამ საჩივრების განსახილველიად. ხმების გადათვლები და სხვა საკითხები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან არ ჩატარდა გამჭვირვალედ,, რამაც გაამძაფრა ეჭვი – არის თუ არა სანდო არჩევნების შედეგები“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიმოხილვაში.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

საქართველოს პირველი არხის მერ გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სპეციალური ბრიფინგის ჩანაწერში ნათქვამია: „რამაც გამოიწვია ჩვენი ყოყმანი, ეს არის შედეგები – გამოთვლები არ იყო ძალიან აცდენილი. ოფიციალური შედეგები ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან ახლოს იყო ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ ჩატარებულ ხმების პარალელური დათვლის შედეგებთან და ამდენად, თავიდანვე ცხადი არ იყო, რომ ადგილი ჰქონდა რაიმე სახის მასშტაბურ დარღვევებს. რამდენად უარესი იყო წინა არჩევნებთან შედარებით, რომელთა შემდეგ ხელახალი არჩევნები არ მოუთხოვიათ?

კიდევ ერთხელ – ჩვენ ყველას მოვუწოდებთ: ამ ბრალდებების განსასჯელად გამოიყენეთ სამართლებრივი გზები, რომელსაც წლების განმავლობაში ქმნიდით. გადათვლები და მსგავსი საკითხები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან, მოდი, ვთქვათ, არ წარიმართა ისე გამჭვირვალედ, როგორც საჭირო იყო, რამაც გაზარდა ეჭვი იყო თუ არა შედეგები სანდო“.

შესაბამისად, 2020 წლის 18 ნოემბერს სააგენტო „ნიუპოსტის” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, საქართველოში არჩევნები ფატალური შეცდომებით ჩატარდა, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით