„ასეთ გრიპის სეზონში ჰიტლერსაც კი არ გაუწუწია ცივი წყლით ებრაელები“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 9 ნოემბერს საინფორმაციო სააგენტო progressnews.press-მა გამოაქვეყნა შალვა ნათელაშვილის კომენტარი, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ცესკო-სთან გამართულ აქციაზე მომიტინგეების წყლის ჭავლით დაშლასთან დაკავშირებით გააკეთა.

„ასეთ გრიპის სეზონში, ჰიტლერსაც კი არ გაუწუწია ცივი წყლით ებრაელები. ხალხი რეგიონებიდან არიან ჩამოსულები, ტანსაცმელსაც ვერ გამოიცვლიან, განწირულები არიან“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

გადამოწმებული: 1tv.ge

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ცესკო-სთან გამართულ აქციაზე მომიტინგეების წყლის ჭავლით დაშლა შეადარა ადოლფ ჰიტლერის მიერ ებრაელების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს, რომლის შედეგად 5,5 მილიონი ებრაელი დაიღუპა (ევროპის ებრაული მოსახლეობის ორი მესამედი). ჰოლოკოსტის დროს ადამიანები, ძირითადად, იღუპებოდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში, გეტოებსა და ასევე დამსჯელი ოპერაციების ფარგლებში. გენოციდის ბევრი მსხვერპლი მოიწამლა გაზით, ზოგი გარდაიცვალა შიმშილით, სხვები კი მონურ მუშაობას შეეწირნენ.

ასეთი მასობრივი გენოციდის შედარება საპროტესტო აქციის მონაწილეების წყლის ჭავლით დაშლასთან („ასეთ გრიპის სეზონში ჰიტლერსაც კი არ გაუწუწია ცივი წყლით ებრაელები“) არის აბსურდი და ფაშიზმის მსხვერპლთა ხსოვნის შეურაცხყოფა და გაუბრალოება.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით