არაეთიკური და დამამცირებელი გამონათქვამები სპორტსმენების მისამართით

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 11 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემაში „დღის სტუმარი“ გამოსვლისას, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა სპორტსმენების მისამართით არაეთიკური და დამამცირებელი განცხადებები გააკეთა.

„კომუნისტების დროს არ აკარებდნენ სპორტსმენებს პოლიტიკას და მაღალ ეშელონებს. მაქსიმუმ, ეს იყო რესტორნის დირექტორი ან „ობეხეესში” ოპერატიული თანამშრომელი. მაქსიმუმ, პურის ფულს აკეთებდნენ და ყველამ იცოდა, რომ იმის იქით არ უნდა წასულიყვნენ. ერთადერთი, ვინც დაწინაურდა და ინტელექტუალურ სპორტსმენად ითვლებოდა და მეც ასე ვთლი ნამდვილად, დავით ყიფიანი, ცხონებული. პროკურატურაში განყოფილების გამგის მოადგილედ მუშაობდა და იქიდანაც გაათავისუფლეს, იმიტომ, რომ ვერ გაქაჩა. მაინც ახლა იქ, ვარჯიშზე და კუნთებზე გადასული აქცენტირება გარკვეულ ვაკუუმს აკეთებს, ის ვეღარ კითხულობს იმ ასაკში, როცა უნდა წაიკითხოს, ის ვერ იღებს იმ განათლებას, როცა უნდა განათლება მიიღოს. ის ვერ ამუშავებს და ვერ ერთაგრეხილება ინტელექტის იმ ხვრელებს და ვაკუუმს, რომელიც უნდა ამოივსოს. ეს იმისი ბრალი კი არ არის, ის ასეთი სპეციალობის იყო…“,- აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

გადამოწმებული: 1tv.ge

ის, რომ 2020 წლის 11 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემაში „დღის სტუმარი“ გამოსვლისას, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა სპორტსმენების მისამართით არაეთიკური და დამამცირებელი განცხადებები გააკეთა, არის სიმართლე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით