მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 23 მარტს, „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, გამოაქვეყნა პოსტი მოწოდებით, „უიარაღო, შიშველი ხელებით-ლოცვით გადავკვეთოთ საოკუპაციო ხაზი და დავიკავოთ ქართული ტაძრები!!“.

სანდრო ბრეგაძე ასევე აქვეყნებს ფოტოს და წერს: „ამ ახალ ფოტოზე აზერბაიჯანელი სტუდენტების ექსკურსიაა აღბეჭდილი დავითგარეჯში“.

გადამოწმებული: 1tv.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ „ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის მიერ გავრცელებული ფოტო და ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და „ფეიკნიუსს“ წარმოადგენს.

„სიცრუეა, თითქოს, დავით გარეჯში ექსკურსიაზე დადიან აზერბაიჯანელი სტუდენტები. რაც შეეხება ფოტოს, რომელიც სანდრო ბრეგაძემ თავის პოსტს დაურთო, იგი გადაღებულია დაახლოებით ერთი წლის წინ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საზღვრის ხაზიდან 3 კილომეტრში, ჰეიდარ ალიევის სახელობის ნაკრძალში, რომელიც შარშან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გახსნა და ღონისძიებას აზერბაიჯანის მოქალაქეები დაესწრნენ“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის განცხადებაში.

 ამდენად, „ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის მიერ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებული ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია და ფოტო წარმოადგენს სიყალბეს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით