„ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა“ თავისი სტუდიის საქართველოში გადატანა გადაწყვიტა“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 7 მაისს, რუსულმა მულტიმედია ჰოლდინგმა rbcholding.ru-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა“ (სასამართლომ მას, ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარების პროცესის დამთავრდებმდე, გარკვეული ქმედებების განხორციელება აუკრძალა) თავისი სტუდიის საქართველოში გადატანა გადაწყვიტა.

როგორც სააგენტო წყაროზე დაყრდნობით წერს, საქართველოში უკვე გადმოვიდა ფონდის რამდენიმე წევრი, მათ შორის – გიორგი ალბუროვი, რუსლან შავედდინოვი და ტექნიკური თანამშრომლები.

„იგეგმება ტელესტუდია „ნავალნი ლაივ“-ის გახსნა თბილისში ან მის შემოგარენში, სადაც მოსკოვის სტუდიიდან იგზავნება ტექნიკის გადაგზავნა პირდაპირი ეთერის ორგანიზებისთვის… სხვა აუცილებელი საგნების, მათ შორის, ავეჯის შესყიდვა ადგილზე მოხდება“, – წერს rbcholding.ru.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

როგორც ტელეკომპანია „დოჟდი“ აცხადებს, ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დირექტორი ივან ჟდანოვი rbcholding.ru-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ფონდი მაუწყებლობის დაწყებას საქართველოდან გეგმავს, „ყალბს“ უწოდებს.

ივან ჟდანოვმა „დოჟდს“ განუცხადა, რომ ინფორმაცია, მათი თანამშრომლების საქართველოში გადასვლის შესახებ, სიცრუეა.

„ფონდის რამდენიმე თანამშრომელი ნამდვილად ისვენებს იქ, მაგრამ ჩვენ არ ვაკონტროლებთ თანამშრომლების პირად ცხოვრებას“, – განაცხადა ჟდანოვმა.

rbcholding.ru-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაცია ასევე უარყო ალექსეი ნავალნის თანამებრძოლმა ლეონიდ ვოლკოვმა. „მათ ტყუილი დაწერეს, ეს ნამდვილი „ფეიკ-ნიუსია“. სხვა კომენტარი ზედმეტია“, – აღნიშნა ვოლკოვმა.

ამდენად, მულტიმედია ჰოლდინგი rbcholding.ru-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა“ თავისი სტუდიის საქართველოში გადატანა გადაწყვიტა“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით