

მოწოდებული ინფორმაცია
2020 წლის 18 ოქტომბერს, ფეისბუქ-მომხმარებელმა არმენ აბრამიანმა, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ახალქალაქის და ნინოწმინდის საკრებულოები მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებენ“.
გადამოწმებული: 1tv.ge
ახალქალაქის და ნინოწმინდის საკრებულოებში ზემოთ აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და მსგავსი რამ არც იგეგმება, რაც „ანტიფეიკს“ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატშიც დაუდასტურეს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საგარეო-პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობით ორგანოების (საკრებულოების) კომპეტენციაში არ შედის და ამდენად, ასეთი გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნებოდა (და ვერ იქნება).
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლის 18 ოქტომბერს ფეისბუქ-მომხმარებელ არმენ აბრამიანის მიერ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ახალქალაქის და ნინოწმინდის საკრებულოები მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებენ“, არის სიყალბე.