ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა გამოფინა ბანერი წარწერით: „თუ არ იქნება აცრა, არ იქნება სამსახური, არ იქნება ანაზღაურებები“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის დეკემბერში, სოციალურ მედიაში გავრცელდა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის სარეკლამო ბანერის ფოტო. ბანერზე იკითხება შემდეგი წარწერა: „გახსოვდეთ, დაიჯავშნეთ ბუსტერ დოზა საშობაოდ. თითოეული ბუსტერი ექვსი თვის ვადით გაძლევთ თავისუფლებებს. თუ არ იქნება აცრა, არ იქნება სამსახური, არ იქნება ანაზღაურებები“.

რამოდენიმე დღის შემდეგ, ეს ინფორმაცია ქართულ ფეისბუქ-სივრცეშიც გავრცელდა.

გადამოწმებული: 1tv.ge

ინფორმაცია PolitiFact-მა, USA Today-მ და Associated Press-მა გადაამოწმეს.

2020 წლის ივლისში, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა საარჩევნო კამპანიის ახალი სლოგანი გამოაქვეყნა.

„Let’s keep moving“ („მოდით გავაგრძელოთ წინსვლა“) – ასეთი იყო სლოგანი, რომელმაც არდენრს პრემიერ-მინისტრის პოსტი მეორედ მოაგებია.

სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტო, არდერნის საარჩევნო კამპანიის ბანერის გაყალბებული ვარიანტია. რეალურად, ფოტო სლოგანით „მოდით გავაგრძელოთ წინსვლა“, 2020 წლის 8 აგვისტოს გამოჩნდა ინტერნეტში და ის დღემდე ხელმისაწვდომია.

იმის გარდა, რომ ბანერზე არდერნის საარჩევნო სლოგანი აბსურდული წინადადებით არის შეცვლილი, პარტიის ლოგოს ქვეშ ასევე დამატებულია ყალბი ვებ-საიტის ლინკი და გაფრთხილება: „თავისუფლებები ყველა ტერიტორიაზე არაა ხელმისაწვდომი და შესაძლებელია მათი შეცვლა“.

ორიგინალ ფოტოსთან შედარებით, გაყალბებული ბანერი დაბურულია და ტექსტში შეინიშნება გრამატიკული შეცდომები.

ამდენად, სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია („ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა გამოფინა ბანერი წარწერით: „თუ არ იქნება აცრა, არ იქნება სამსახური, არ იქნება ანაზღაურებები“) არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით