ახალი კორონავირუსის „დელტა" ვარიანტის გავრცელების გეოგრაფია

მოწოდებული ინფორმაცია

ახალი კორონავირუსის „დელტა” ვარიანტი, რომელმაც ინდოეთს საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, აქამდე არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე სწრაფად გადამდებია. მართალია, ინდოეთში პიკის პერიოდმა გადაირა, თუმცა ვირუსი ქვეყნებს შორის იოლად ვრცელდება.ინდოეთის უშუალო მეზობელ ქვეყნებში- ნეპალში, პაკისტანსა და შრი-ლანკაში მაისში ინფექციის სწრაფი გავრცელებაც დაფიქსირდა, თუმცა ამჟამად კლების ტენდენცია შეინიშნება. მზარდია რიცხვები ავღანეთშიც.

ანტიფეიკი“ დაინტერესდა, თუ რამდენად სწრაფად  და რა მიმართულებით იცვლება ვირუსის გავრცელების გეოგრაფია.

გადამოწმებული: 1tv.ge

ვირუსის „დელტა” ვარიანტის გავრცელების ტენდენციებით აზიის ქვეყნებში BBC-ს გუნდი დაინტერესდა. იმ ფონზე, რომ რეგიონში ვაქცინაციის ტემპი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, საკმაოდ დაბალია, დიდია რისკი, რომ ვირუსის ტალღა მზარდი იქნება.

ინდონეზია – მას შემდეგ, რაც დაავადებულთა რიცხვმა მკვეთრად იმატა, ინდონეზიის ზოგ რეგიონში 20 ივლისამდე კარანტინი გამოცხადდა. ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში ტესტირების შედეგად გამოვლენილი ინფიცირებულების 60 %-ს ვირუსის „დელტა” ვარიანტი აქვს. ამ ფონზე ვაქცინაციის პროცესიც მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით სრულად ინფიცირებულთა რიცხვი 5%-ზე ნაკლებია. 

ბანგლადეში – ბანგლადეშს ინდოეთთან საზღვრის საკმაოდ დიდი მონაკვეთი აკავშირებს და მაისის შუა რიცხვებიდან ინფიცირებულთა მაჩვენებლებმა აქაც იმატა. სამთავრობო კვლევის თანახმად, 25 მაისიდან 7 ივნისამდე დედაქალაქში ვირუსის „დელტა” ვარიანტი ინფიცირებულთა 68%-ს აღმოაჩნდა. ამჯერად ქვეყანაში ლოქდაუნია. შემთხვევათა რიცხვის ზრდის ალბათობაც საკმაოდ მაღალია, იმდენად, რამდენადაც დედაქალაქიდან სამუშაოდ ჩასულები  ლოქდაუნამდე თავიანთ მუდმივ საცხოვრებლებს დაუბრუნდნენ. რეგულაციების გაკონტროლების მიზნით, მთავრობამ შეიარაღებული ძალები გამოიყვანა. ბანგლადეშმა „ასტრა ზენეკა“-ს 1,6 მილიონი ვაქცინა ინდოეთისგან მიიღო, თუმცა აპრილში ეს მოწოდება შეწყდა. ვაქცინაციის პროცესი 22 ივნისს დასრულდა ჩინეთისგან საჩუქრად მიღებული ვაქცინებით და 30 ივნისამდე მოსახლეობის 3%-ზე ნაკლები იყო სრულად აცრილი.

ტაილანდი – ქვეყნის სამედიცინო მეცნიერებათა დეპარტამენტის თანახმად, ტაილანდში ინფიცირებულების და გარდაცვლილების რიცხვის ზრდა სწორედ ვირუსის დელტა ვარიანტს უკავშირდება და  შემთხვევათა საერთო რაოდენობის 26%-ს წარმოადგენს. თუმცა ტაილანდში ტურიზმის აღორძინებას ცდილობენ და კუნძულ, ფუკეტიზე, ტურისტები კარანტინისგანაც კი თავისუფლდებიან, მიუხედავად იმისა, რომ სრულად აცრილთა რიცხვი ივნისის ბოლოსთვის მხოლოდ 4%-ზე ნაკლები იყო. 

მონღოლეთი – აქ აცრილი მოსახლეობის რიცხვი შედარებით მაღალია და მოსახლეობის 50%-ზე მეტია, ძირითადად ჩინური წარმოების „სინოფარმი“-ს ვაქცინით. თუმცა შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა ერთ სულ მოსახლეზე აზიაში აქ ყველაზე მაღალია, რასაც ოფიციალური პირები ლოქდაუნის მოხსნას უკავშირებენ. 

მონღოლეთსა და ინდონეზიაში  ძირითადად ჩინური წარმოების ვაქცინა გამოიყენეს და მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ ვაქცინების ავტორიზაცია მოახდინა, მაინც მიმდინარეობს კვლევები იმის შესახებ, თუ რამდენად იცავს ის ვირუსის დელტა ვარიანტისგან. საუბარია ვაქცინის მესამე დოზის მიღებაზეც, თუმცა ჯანმოს ამის შესახებ ჯერ არანაირი განმარტება არ გაუკეთებია. 

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით