„აფხაზეთის სამეფო ქართველებზე ადრე შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 13 ოქტომბერს რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ ვლადიმირ ჟირინოვსკიმ, „Новости Планеты“-ში გამოსვლისას, განაცხადა: „სტალინმა თავის თანამემამულე მეგობრებს გადასცა უცხო ქვეყანა – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მოდი, ისინი საქართველოს შემადგენლობაში იყვნენ, ქართველებს მეტი მონები და ყმები ეყოლებათო… აფხაზეთის სამეფო ქართველებზე ადრე შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში“.

გადამოწმებული: 1tv.ge

საქართველო რუსეთის იმპერიას საკუთარი სურვილით არ შეერთებია. 1801 წელს რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია მოახდინა და მომდევნო წლებში დანარჩენი სამეფო-სამთავროებიც მიიერთა. რუსეთის მიერ ქართული სამეფო-სამთავროების მიერთების ქრონოლოგია ასეთია:

  • 1801 წელი – რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება;
  • 1810 წელი – რუსეთის იმპერიის მიერ იმერეთის სამეფოს გაუქმება;
  • 1828 წელი – იმპერიის მიერ გურიის სამთავროს გაუქმება;
  • 1858 წელი – სვანეთის ანექსია;
  • 1864 წელი – რუსეთის იმპერიის მიერ აფხაზეთის სამთავროს გაუქმება;
  • 1867 წელი – სამეგრელოს სამთავროს ანექსია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვლადიმირ ჟირინოვსკის განცხადება, რომ „აფხაზეთის სამეფო ქართველებზე ადრე შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით