

მოწოდებული ინფორმაცია
15 ივნისს, ვებ-გვერდმა viki.ge, გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით – „ქალების ჯარში გაწვევა სავალდებულო ხდება, ღარიბაშვილის ახალი საკანონმდებლო წინადადება“. ტექსტში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს:„ქალებისთვის ჯარში წასვლა არ არის სავალდებულო, ეს არის ნებაყოფლობითი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქალებს აქვთ პრეტენზია და ასეც არის, არავითარი განსხვავება არ უნდა იყოს, მათ შორის ისეთ საკითხებში, როგორიც არის სიყვარული და ვალდებულების მოხდა ჩვენი ქვეყნის წინაშე.ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ქალებმა მეტად უნდა იაქტიურონ და მეტი სურვილი გამოთქვან ჯარში წასვლასთან დაკავშირებით“.
გადამოწმებული: 1tv.ge
15 ივნისს, ვებ-გვერდმა viki.ge-მ სათაურით – „ქალების გაწვევა ჯარში სავალდებული ხდება, ღარიბაშვილის ახალი საკანონმდებლო წინადადება“, ინფორმაცია გამოაქვეყნა. სათაური საერთოდ არ შეესაბამება ინფორმაციის ტექსტის შინაარსს.
თავდაცვის მინისტრს, ქალების ჯარში სავალდებულო გაწვევის თაობაზე არსად არაფერი უთქვამს და არც საკანონმდებლო ინიციატივით მიუმართავს პარლამენტისთვის. მიუხედავად ამისა, „ფეისბუქზე“ მომხმარებლების ნაწილმა დაიჯერა, თითქოს, ღარიბაშვილი ქალების ჯარში სავალდებულო გაწვევის ინიციატივით გამოვიდა.
viki.ge -ს მიერ ტექსტთან შეუსაბამო სათაურით გამოქვეყნებული ინფორმაცია, არის სიყალბე.