„1 ივლისამდე ყველა ქართველმა უნდა დატოვოს თურქეთის ტერიტორია, ვინც იქ არალეგალურად იმყოფება“

მოწოდებული ინფორმაცია

ვებ-გვერდმა viki.ge-მ, 2020 წლის 17 ივნისს, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად: „თურქეთის მხარის შოკისმომგვრელი გადაწყვეტილებით, 1 ივლისამდე ყველა ქართველმა უნდა დატოვოს თურქეთის ტერიტორია, ვინც იქ არალეგალურად იმყოფება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დააჯარიმებენ“.

„თურქული მხარის გადაწყვეტილებით, პირველი ივლისიდან მოიხსნება შეღავათი იმ მოქალაქეთათვის, რომლებმაც თურქეთში COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და 29 მარტიდან ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდნენ.

საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და ლეგალურად ყოფნის ვადა 29 მარტიდან ამოეწურათ, თურქეთის ტერიტორია სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით უნდა დატოვონ 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ 1-ლი ივლისიდან, ისინი ვერ ისარგებლებენ მოქმედი შეღავათებით და საზღვრის კვეთისას მათზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები“, –  ნათქვამია viki.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომლის ავტორობასაც ინტერნეტგამოცემა თურქეთში საქართველოს საელჩოს მიაწერს.

გადამოწმებული: 1tv.ge

viki.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოეხმაურა. მან მოუწოდა viki.ge-ს: „ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას!!! და ნუ შეგყავთ მოქალაქეები შეცდომაში, კოვიდ-19-ის გამო შექმნილ ისედაც რთულ პერიოდში“.

ამასთან, „ანტიფეიკმა“აღნიშნული თურქეთის სამთავრობო ვებ-გვერდებზე გადაამოწმა, სადაც მსგავსი ინფორმაცია საერთოდ არ იძებნება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცდება, რომ viki.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაცია – „1 ივლისამდე ყველა ქართველმა უნდა დატოვოს თურქეთის ტერიტორია, ვინც იქ არალეგალურად იმყოფება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დააჯარიმებენ“ – არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით